ვინ დაემუქრა რუსკა მაყაშვილს "ერთი ერთშის" ლაივის შემდეგ თითების მოჭრით

ვინ დაემუქრა რუსკა მაყაშვილს "ერთი ერთშის" ლაივის შემდეგ თითების მოჭრით

მსახიობი რუსკა მაყაშვილი კახა კინწურაშვილთან ერთად "ერთი ერთშის" წამყვანია. რუსკა "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანობის შემდეგ ფიქრობდა, რომ ამ საქმეს ხელს აღარასდროს მოჰკიდებდა, რადგან არ გამოსდიოდა. თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, თავისივე შეხედულება დაერღვია და შოუს წამყვანობას დათანხმდა.

- სანამ პროექტში "ერთში ერთში" შემომთავაზებდნენ წამყვანობას, სხვა ტელევიზიიდანაც მქონდა შემოთავაზება, რომ შოუ წამეყვანა. მოდი, არ დავასახელებ ამ ტელევიზიას.

- სავარაუდოდ, ეს ტელევიზია "იმედი" იყო.

- "იმედს" არ შემოუთავაზებია. ამ არხიდან წამოვედი.

- განაწყენებული ხარ "იმედზე"?

- განაწყენებული არ ვარ. უბრალოდ, მათ არ იციან პროდუქტის სწორად გამოყენება. არხზე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი. ის, რასაც ბოლოს ვაკეთებდი, არ მომწონდა. არ მომწონდა სერიალი, რომელშიც ვთამაშობდი, რომ მერე ვითომ სცენარისტებმა ვეღარ გააგრძელეს ჩემი გმირისთვის სცენარის დაწერა. არ მომწონდა ის როლი, რაც ოთარ ტატიშვილის შოუში მქონდა. ამიტომ ავდექი და ექვსი წლის მუშაობის მერე წამოვედი. შეიძლება ითქვას, რომ სწორად მოვიქეცი. ცოტა ხანი ტელევიზიისგან დავისვენე. ვფიქრობ, რომ მაყურებელი არ უნდა გადაღალო და არ უნდა თქვას, კიდევ რუსკააო. მერე, როგორც გითხარი, "ჯიდიესმა" და კიდევ ერთმა ტელევიზიამ შემომთავაზეს თანამშრომლობა, ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ "ჯიდიესი" ვარჩიე და სწორადაც მოვიქეცი.

- შევეცდები გამოვიცნო, "X ფაქტორის" წამყვანობა შემოგთავაზეს?

- არა.

- ბერა ივანიშვილს იცნობ?

- მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი და ერთმანეთს მივესალმეთ.

- როდესაც რამდენიმე წლის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიგყავდა, თავადვე ამბობდი ინტერვიუებში, რომ წამყვანობა არ გინდოდა, რადგან კარგად არ გამოგდიოდა. ახლა წამყვანობას რატომ დათანხმდი?

- მე და კახა აბუაშვილი ორივე გამოუცდელები ვიყავით და წამყვანობით ძალიან დავიტანჯე. იმისგან, რასაც ვაკეთებდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი. საბავშვო "ახალი ხმის" კარგად წაყვანა მგონი შევძელი. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" წამყვანობის მუღამი ვერ დავიჭირე. პირდაპირ ეთერში პირველად ვიდექი და საშინლად ვნერვიულობდი. ახლა მინდოდა, ხალხის აზრი ჩემს წამყვანობასთან დაკავშირებით შემეცვალა და შევცვალე კიდეც.

- "ერთი ერთში" მონაწილეობის სურვილი არ გაგიჩნდა?

- პირველ სეზონში შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. ამ შოუში მონაწილეობის მეშინია. როგორც მსახიობი, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი და გავაკეთებ, მაგრამ სიმღერაც აუცილებელია, რაც ძალიან მიჭირს. ჩემთვის კი ვღიღინებ, მაგრამ სახალხოდ ვერ გავრისკავ სიმღერას, ამიტომ მონაწილეობისგან თავი შევიკავე.

- პირველი ლაივის შემდეგ როგორი შთაბეჭდილებები გაქვს?

- არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა და თამამად ვიტყვი, რომ ქართულ ტელევიზიებში ახლა რა შოუებიც გადის, ყველაზე ხარისხიანი და ყველაზე სანახაობრივი, ყველაზე დალაგებული და საინტე-რესო შოუ არის "ერთი ერთში".

- გყავს ფავორიტი?

- რა თქმა უნდა. ერთი არა, რამდენიმე. ვერ დავასახელებ, ჩამქოლავენ. რეპეტიციები ნანახი არ მქონდა. მონაწილეების ნომრები გუშინ პირველად ვნახე. გადავირიე, ძალიან მაგრები არიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ტურებში უფრო კარგები იქნებიან და უფრო კარგი ნომრები იქნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება