როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი

 როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი

"რუსთავი 2"-ის იუმორისტმა კობა ბარათელმა მანქანის მართვა მამის დახმარებით ისწავლა. პირველივე მცდელობაზე ეზოში მდგარი ნაძვის ხე მანქანის ნაწილებით "მორთო". ამ ინციდენ-ტის შემდეგ მამამ მართვის უფლება ჩამოართვა და იძულებული გახდა, მძინარე მამისთვის გასაღები მოეპარა. შემდეგ საჭესთან დაჯდომის სანაცვლოდ მანქანას რეცხავდა. ბოლოს ისე გაიწაფა, მართვის მოწმობაც აიღო და პირველი მანქანა, "ოპელი" შეიძინა. ახლა "ჰიუნდაის" საჭეს უზის.

- კობა, მანქანის მართვა ვინ გასწავლა?

- მამამ. მაშინ მამაჩემს "ვაზ 21-011" ჰყავდა. თავიდან უბრალოდ ვჯდებოდი მანქანაში საჭესთან, გასაღებსაც არავინ მაძლევდა. ვიჯექი და სიჩქარეების კოლოფს ვაწვალებდი, თეორიას ვსწავლობდი. ჩემს ბავშვობაში ხომ ავტომატიკა არ იყო მოდაში. პირველად დაქოქოლ მანქანაში რომ ჩავჯექი, კორპუსთან მდგარ ნაძვის ხეს დავეჯახე. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით. ვერ დავარეგულირე კონუსისა და გაზის ურთიერთობა და რამდენჯერმე ჩამიქრა. ბოლოს მამაჩემმა მითხრა, გაზს თამამად მიაჭირე ფეხიო. ისე მივაჭირე... ნაძვის ხე აღარ დგას იქ. მეც არ ვიქნებოდი, მამაჩემს ხელის მუხრუჭი რომ არ გამოეყენებინა. ასე რომ, პირველივე ჩემი დაჯდომა დაქოქილ მანქანაში კრახით დამთავრდა.

- მამა გაგიბრაზდა?

- კი, ორთვიანი "ლიშენია" მომცა. მაგრამ არ შევურიგდი ამ ამბავს, მამა რომ დაიძინებდა, ჩუმად ვპარავდი მანქანას. ერთხელ სათადარიგო გასაღები მოვიპარე, ავტოფარეხის გასაღებიც ჩუმად ამოვაცალე მძინარეს ჯიბიდან და გამოვიყვანე მანქანა. 300 მეტრი გავისეირნე და დავა-ბრუნე უკან. მერე გარეცხვას ვიმიზეზებდი და მათხოვებდა ხოლმე. ასე ვმარიაჟობდი უბანში.

- მართვის მოწმობა როდის აიღე?

- 10 წლის წინ. მანამდე არ მყავდა საკუთარი ავტომობილი და ამის საჭიროებაც არ იდგა. კომუნისტების დროს, ცოტა რომ გავიწაფე, მამაჩემი იმ ადგილებში მსვამდა საჭესთან, სადაც ავტოინსპექტორები არ იდგნენ. ბევრჯერ გამატანა მამაჩემმა ფული, მართვის კურსებზე ჩაეწერეო, მაგრამ იქამდე ლუდის ბარი და საქაბაბე იყო, მეხარჯებოდა (იცინის).

- პირველად რა მანქანა იყიდე?

- ოთო ლომთაძისგან ვიყიდე "ოპელი". ეგ ექიმზე უკეთ უვლის მანქანას. მე სასწავლო მანქანად გადავაქციე. ასეა, პირველ მანქანაზე ყოველთვის სწავლობ. მეორეზეც სწავლობ. მე ახლაც ვსწავლობ ამ მანქანაზე.

- კარგი მძღოლი არ ხარ?

- კარგი მძღოლი ვარ, კარგი მსმელი არ ვარ.

- რა არის კომფორტი შენთვის მანქანაში?

- სიგარეტი და წყალი უნდა მქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები