"ჩემი ანტისექსუალურობა სუპერ სექსუალურობისათვის შემზადებაა" - რას ფიქრობდა ეროტიკულ სცენებზე თინა მახარაძე კარიერის დასაწყისში

"ჩემი ანტისექსუალურობა სუპერ სექსუალურობისათვის შემზადებაა" - რას ფიქრობდა ეროტიკულ სცენებზე თინა მახარაძე კარიერის დასაწყისში

მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც ბოლო პერიოდში არა შესრულებული როლებით, არამედ სატელევიზიო შოუებში გაკეთებული ხმაურიანი გამონათქვამებით იქცევს ყურადღებას, ამბობს, რომ მისი კარიერის განვითარება წლების შემდეგ საქართველოს ფარგლებს მიღმა წარმოუდგენია. მახარაძე მიიჩნევს, რომ მისი სამსახიობო უნარებიდან გამომდინარე მეტ წარმატებებს მიაღწევს, ვიდრე სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობაა, თუმცა, სამწუხაროდ, ის ამ დრომდე მაყურებელს თავს მხოლოდ სერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლით ამახსოვრებს...

ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელიც წლების წინ, ჯერ კიდევ დამწყებ ტელე-ვარსკვლავთან ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალ "გზა" იყო. საინტერესოა თინა მახარაძის იმ დროინდელი მოსაზრებები თამამ სცენებში მონაწილეობაზე. გთავაზობთ ინტერვიუს:

- სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" თამუნას როლის შესრულებას იოლად დავთანხმდი, რადგან ჩემი ანტისექსუალურობა სუპერსექსუალურობისათვის შემზადებაა.

- შეიძლება, თინა მახარაძე სექსსიმბოლო გახდეს?

- რა თქმა უნდა, თამამ სცენებში მონაწილეობის გარეშეც. უპირველეს ყოვლისა, ალბათ გარეგნობა მიწყობს ხელს (იცინის).

- იქნებ გაქვს სურვილი, გაიხადო, შენი სილამაზე წარმოაჩინო?

- ჯერჯერობით, სერიალისათვის ამის სურვილი არა მაქვს. სხვაგან - სურვილიც მაქვს და შემოთავაზებებიც, მაგრამ დრო - არა. მთლიანად სერიალში ვარ ჩაბმული. არ მინდა, თამუნა ჭელიძემ წარმოაჩინოს, როგორი შეუძლია იყოს: ამის დრო არ დამდგარა...

- სერიალის დასრულების შემდეგ, ეკრანზე გახდას, ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას დათანხმდები?

- ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, თუ ეს სცენები კარგადაა გადაღებული, ესთეტიკურად კარგად აღსაქმელიც იქნება. თუკი ასეთ როლს შემომთავაზებენ, ყველა დეტალს ყურადღებას მივაქცევ: ვინაა რეჟისორი, მხატვარი... ის დროც დადგება, როცა ასეთ სცენებში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ჯერ ძალიან კარგი მსახიობი გავხდები ანუ ასეთ ნაბიჯს მაშინ გადავდგამ, როცა ვიტყვი, - რაღა გავაკეთო, მე ხომ ისედაც მაგარი ვარ-მეთქი?! ჯერ ღირებული არაფერი გამიკეთებია, რომ ვთქვა - ჩემი გახდის დროა-მეთქი.

- ბოლო დროს ეკრანზე მამაკაცებიც შიშვლდებიან...

- ამ ფაქტს მივესალმები. აუცილებლად უნდა გაშიშვლდნენ, ოღონდ - ვიდრე გაშიშვლდებიან, კარგი მსახიობები გახდნენ, რომ მერე მათი გაშიშვლება "ადეკვატური" იყოს. სამწუხაროდ, ქართულ ფილმებში ასე არაა, უცხოურს კი - ძალიან ბევრს დაგისახელებთ...

ეთო ყორღანაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება