"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა

"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა

ორი კვირის წინ მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პროექტი "ორი ვარსკვლავი" დატოვა. ის პარტნიორობას ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს უწევდა. წყვილს "ორი ვარსკვლავში" თავისი ნიშა ჰქონდათ, - შოუს ქმნიდნენ და გულშემატკივრებიც უხვად ჰყავდათ...

საინტერესოა, როგორ გრძნობს ნინა პროექტის მიღმა თავს, როგორ აფასებს ამ შოუში საკუთარ მონაწილეობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს. "ამბები.გე" მომღერალს ამ საკითხებზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- რა გრძნობაა, როდესაც კონკურსს ეთიშები?

- "ორი ვარსკვლავის" მერე ერთი კვირა დამჭირდა დასვენება, რომ ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას დავბრუნებოდი. როგორც აღმოჩნდა, მაგრად დავღლილვარ...

რაც შეეხება გრძნობას, არ არის კარგი და სასიამოვნო, მინდოდა, კიდევ ორ-სამ ტურში გვემღერა, მაგრამ მაყურებელმა ასე გადაწყვიტა და ვერაფერს იზამ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მამა გიგზავნიდა მესიჯებს. ამ კონკურსში ყურადღება დაგაკლო?

- ალბათ, მობეზრდა ჩემთვის ამდენი ესემესების გამოგზავნა (სიცილით ამბობს)...

- ბატონი ვახტანგი, შენი მეწყვილე აღფრთოვანებულია შენით. შენ რას იტყვი მასზე?

- მეც ძალიან კარგად მახსენდება პროექტში გატარებული ყოველი დღე. ჩვენ დავმეგობრდით...

- ახლა დროს რას უთმობ და რას საქმიანობ?

- ვეძებ ახალ სიმღერებს, მინდა, რამდენიმე კარგი სიმღერა გავაკეთო. ჩემს რეპერტუარს განახლება ესაჭიროება...

- რაიმე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება აღარ გინდა? ცოტა ხნის წინ ხომ მუშაობდი?

- სამსახური ნამდვილად მჭირდება, ოღონდ, არასოდეს აღარ ვიმუშავებ სახელმწიფო სამსახურში. ეს არის არაადამიანური შრომა, ძალიან მძიმე რეჟიმში ვმუშაობდი და ძალიან ცოტა ანაზღაურება მქონდა...

ლალი ფაცია

სპეცლიალურად "ამბები.გე"-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება