მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"

მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი "იმედზე" დღეს დაიწყება. ერთ-ერთი კონკურსანტი, ვინც პროექტში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მსახიობი მიშა მესხია.

- ადვილად დათანხმდი ამ შემოთავაზებას?

- პირველივე სეზონზე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ დავთანხმდი. ახლა ხასიათზე მოვედი, მინდოდა ჯანზეც მოვსულიყავი, თავიც გამომეცადა, როგორ ვცეკვავდი, თან საქმეც არ მქონდა და დავთანხმდი ნოეს (ნოე სულაბერიძე, პროექტის პროდუსერი) წინადადებას. მეგობრებმა და ვახო რჩეულიშვილმა დიდი როლი ითამაშეს, ამ წინადადებას რომ დავთანხმებოდი. მე ხომ სულ ახლის ძიებაში ვარ? ფეხბურთიდან დაწყებული, გადაღებებით დამთავრებული. მგონი კარგად ვცეკვავ ცხოვრებაში. როცა საქმეს ხელს ვკიდებ, ასი პროცენტი ვიხარჯები და რა გამოვა, ვნახოთ.

- ია სუხიტაშვილი, როგორც პროექტის გამოცდილი მონაწილე, რა რჩევებს გაძლევს?

- იას არც ეგონა ასე სერიოზულად თუ მივუდგებოდი ამ საქმეს, დღედაღამე ვვარჯიშობ, სახლშიც კი პროექტზე ვფიქრობ. დავაყენებ იას და ერთად ვცეკვავთ. ძალიან მაგარი მეწყვილე მყავს ჯულიანა ბარგნარი. ოქროს გოგოა, ჯიგარი, მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე. მეხმარება ყველაფერში. წონაში დავიკელი, ვერ ვიმატებ. კუნთებიც დაჭიმული მაქვს, ნუ მატირებთ, ყველაფერი მტკივა.

- რატომ?

- რატომ მეტკინება? ფეხბურთელი ვიყავი და ვვარჯიშობდი, მაგრამ ის კუნთები რომელიც ცეკვის დროს ვარჯიშდება, ატროფირებული მქონდა და ახლა იღვიძებს. ფიზიკური დატვირთვის შედეგად ყველაფერი მტკვა.

- ცეკვა გიყვარს, კლუბში წასულხარ მხოლოდ ცეკვის გამო?

- მე ცნობილი კლაბერი ვიყავი, კლუბს არ "ვმაზავდი". კლუბურ ცეკვებს "საკაიფოდ" ვცეკვავ, როგორც გინდათ ისე ჩამომართვით. ახლა გავიზარდე და აღარ დავდივარ კლუბებში. თუმცა ხანდახან იღვიძებს ახალგაზრდული სული ჩემში და ვფეთქდები. ჩემთან ერთად კლუბები მოკვდა თბილისში, "აჭარა მუზიკ ჰოლი" რომ დაიხურა, კლუბური ცხოვრება მოკვდა საქართველოში. მანდ ვისწავლეთ გართობა და მერე დედა ვუტირეთ ყველაფერს.

- კლუბების გარდა კიდევ რის მიმართ დაგეკარგა ინტერესი?

- ბევრი რამე არ მაინტერესებს ამ ქალაქში. პირველ რიგში ჭორაობა მეზიზღება, ამ ჭორებზეა დამოკიდებული ჩვენი თბილისქალაქი. არავინ არ აკეთებს თავის საქმეს და მხოლოდ ჭორაობს. ამით ცხოვრობენ ადამიანები.

- შენზე რომ ჭორაობენ, ეს განსაკუთრებით გაღიზიანებს ალბათ...

- ფეხებზე მკიდია, ჩემზე რას იტყვიან. ზოგადად ვამბობ, ჩემზე რა უნდა ილაპარაკონ? მაკოცონ ერთ ადგილას.

- პროექტის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჭორების მოსმენა მოგიწევს თუნდაც საკუთარ თავზე, რადგან უფრო მეტად პოპულარული გახდები...

- სიტყვა პოპულარობა მაღიზიანებს. სლაბი ტიპების პონტია. მიშა მესხის შვილიშვილი ვარ და მაგით დამთავრდა ყველაფერი. ყველას უსწორდება ჩემი ფილმები, ვისაც არ მოსწონს, თქვას, არ მეწყინება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, არ მსიამოვნებს ამაზე ჭორების მოსმენა. მე ია ძალიან მიყვარს, წლოვანებაში როცა ხარ და აზრიანად მოიყვან ცოლს, ის უნდა იყოს შენი მთლიანი ნაწილი. ია ჩემი მთლიანი ნაწილია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება