ჯოდი ფოსტერი ქალს გაჰყვა ცოლად

ჯოდი ფოსტერი ქალს გაჰყვა ცოლად

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოდი ფოსტერი საყვარელზე, ალექსანდრა ჰედისონზე გათხოვდა.

ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმა უკვე დაუდასტურა. 51 წლის მსახიობისა და მისი ფოტოგრაფი პარტნიორის რომანი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

"მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში წყვილის მეგობარი.

შეგახსენებთ, ჯოდი ფოსტერის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობილი შარშან გახდა. ვარსკვლავმა "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე განაცხადა, რომ ლესბოსელია. ფოსტერს ორი ვაჟი, ჩარლზი და კრისტოფერი ჰყავს. მათი ბიოლოგიური მამის ვინაობა უცნობია.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება