გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

გიორგი გაბუნია თინეიჯერობის პერიოდში ჩემმა თაობამ ''მაესტროს'' ეთერიდან გაიცნო, როგორც მუსიკალური არხის ერთ-ერთი წამყვანი, გამორჩეული ჩაცმულობით და აქსესუარებით, მაგალითად, საყურით მაშინ, როდესაც საყურიანი მამაკაცები არცთუ ხშირი იყო.

2008 წელს გიორგიმ ''რუსთავი 2''-ში კადრს მიღმა გადაინაცვლა. ბოლო წლებში კი საინფორმაციო გადაცემისა და პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი გახდა. ამჟამად მას ახალი ამპლუა აქვს - ''X ფაქტორის'' ჟიურის ერთ-ერთი წევრია, ყველაზე ენამწარე, პროვოკატორი, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს. მას საზოგადოების აზრი აინტერესებს, მაგრამ თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ესა თუ ის მოსაზრება. იცის, რომ მის სარკაზმით გაჯერებულ გამონათქვამებს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვება, თუმცა დიდად არ ნაღვლობს. ეს ხომ მისი ''X ფაქტორული'' იმიჯის ნაწილია, თუმცა ყველაფერი არა - იმიჯი მაინც მის ხასიათს შეესაბამება. მას ერთ-ერთი მონაწილე უკვე დაემუქრა პირადი ანგარიშსწორებით, გიორგი ამ ყველაფერს ღიმილით ხვდება... გიორგის არა მხოლოდ ახლად დაწყებულ შოუზე ვესაუბრეთ...

- აქამდე მიჩვეული იყავი ძირითადად დადებით პოპულარობას, ახლა კი, ენამწარობიდან გამომდინარე, აგრესიაც წამოვიდა. რასაც ფიქრობ, იმას ამბობ, თუ ეს ჟიურის წევრის იმიჯის ნაწილია?

- ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე ექსკლუზიურად დადებით დამოკიდებულებას ვიყავი მიჩვეული და კრიტიკა ჩემთვის რაღაც ახალია. იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც სულ სხვა მიმართულების, მუსიკალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი, საყურე მეკეთა თუ თმა მქონდა უცნაურად შეჭრილი ან შარვალი მეცვა უკუღმა, მაშინაც იყო უარყოფითი გამოხმაურებები, მაგრამ არ გემახსოვრება, რადგან სოციალური ქსელები არ იყო. ამას ქუჩაში ვხედავდი, მაგრამ რეალურად ხალხს ამის გამოხატვის საშუალება ასე მასშტაბურად და საჯაროდ არ ჰქონდა.

როდესაც ''რუსთავი 2''-ში მუშაობა დავიწყე, გავხდი შაბათის 9-საათიანი ''კურიერის'' წამყვანი, რომელიც, ფაქტობრივად, საავტორო გადაცემაა, დამიფიქსირებია ჩემი პირადი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.

- მაგალითად, ''ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ'', ''სხვა ნაციონალებს ცოცხები და კვერცხები მოხვდათ, ნიკა მელიას - მანჩო გიორგობიანი''...

- თუნდაც ეს გამონათქვამები რომ გავიხსენოთ (იღიმის). ამასაც მოჰყვა ბევრი უარყოფითი და დადებითი გამოხმაურებაც. უბრალოდ, ''კურიერი'' საინფორმაციო გადაცემაა, ''არჩევანი'' - პოლიტიკური თოქშოუ და აქ მუდმივად გამოხატვის ამგვარი თავისუფლება ვერ გექნება. მუსიკალური კონკურსი ამ მხრივ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ასე რომ, არ მიკვირს კრიტიკა, მაყურებლის უკმაყოფილება... არ გამკვირვებია, უი, საიდან გაჩნდა ეს დამოკიდებულება-მეთქი. მეორე საკითხია, როგორ უყურებს მაყურებელი ამ კონკურსს. ეს კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რომ იყოს, მართლაც არ იქნებოდა მისაღები, კომისიის წევრებმა რომ დაიწყონ კონკურსანტებთან ხუმრობა. ეს ხომ არ არის არც დახურული კონკურსი, სადაც მონაწილეებს მხოლოდ მუსიკალურობით აფასებენ, მაგალითად, ''ევროვიზიის'' შესარჩევი ტური, სადაც ასევე გაუგებარი იქნებოდა, ჟიურის წევრებს ენამწარობა რომ დაეწყოთ მონაწილეთა მიმართ. ეს შოუა და ჟიურის წევრებს თავიანთი როლები აქვთ. მე რომ მსახიობი ვიყო და მკვლელს განვასახიერებდე, მაყურებელმა ხომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მკვლელი ვარ?!.

- როგორ გამოხატავ თავისუფლებას და როგორ განიტვირთები?

- მიყვარს სრული სიმარტოვე. ძალიან თვითკმარი ადამიანი ვარ, ყველაზე მეტ სიამოვნებას ამით ვიღებ.

- რადგან თვითკმარი ხარ, ამიტომაც არ იქნები ალბათ დაოჯახებული.

- კი, ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. სიმართლე გითხრა, ჩემთვის ოჯახი, როგორც ფენომენი, მიუღებელია და არც მინდა, რომ ვიღაცასთან, მით უმეტეს, ჩემი ნებით, გადავწყვიტო ცხოვრების ბოლომდე გატარება. მეორე ადამიანთან ვალდებულებებით გადაბმა არ მინდა.

- და არასდროს აპირებ დაოჯახებას?

- არა, ზოგადად არ ვგეგმავ დაოჯახებას.

- შენს თვითკმარობას ვერც ერთი გოგონა ვერ დაარღვევს?

- ჩვენ ოჯახზე ვლაპარაკობდით... თორემ ისე, რასაკვირველია, ურთიერთობები მაქვს, მაგრამ მხოლოდ ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დავასრულო. ჩემს პირად ურთიერთობებში ხანგრძლივვადიანი ვალდებულებები ნულს უტოლდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები