იასენია: "გამიმართლა, რომ ჩემი პარტნიორი ლევან ახვლედიანია"

იასენია: "გამიმართლა, რომ ჩემი პარტნიორი ლევან ახვლედიანია"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი გუშინ გაიხნა. 10 კონკურსანტიდან ერთ-ერთი მოსკოვში მოღვაწე, გაგრელი გოგონა - ნანა არახამია, იგივე იასენიაა, რომელიც საქართველოში გარდა იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, პარალელურად, თბილისში კლიპსაც იღებს... ის გუშინ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა, რითაც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია.

მისი მეწყვილე ლევან ახვლედიანიაა, რომლსაც იასენია ძალიან აქებს და როგორც გაირკვა, გამარჯვებასაც აპირებს.

- როგორ ატყობთ, გამოგდით ცეკვა?

- ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამომივიდეს. გუშინ "პასადობლი" ვიცეკვე... ლევან ახვლედიანი - ჩემი პარტნიორი დიდად მეხმარება. საოცარი ადამიანია და ნამდვილად გამიმართლა, რომ მასთან მოვხვდი. ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად წარვდგეთ. ამიტომ მის რჩევებს ვითავლისწინებ, არ მინდა, გავაწბილო...

- ამ კონკურსში როგორ მოხვდით?

- ორგანიზატორებისგან შემოთავაზება მივიღე. წინა სეზონზეც დამირეკეს და მკითხეს, - ხომ არ ვიცეკვებდი, მაგრამ მაშინ ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო, ეს ვერ მოვახერხე. ახლა კი ჩემს პროდიუსერს, ვიქტორ დრობიშს დავეკითხე. მან ნება დამრთო, ჩავრთულიყავი პროექტში, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

- ქართველი მაყურებლისთვის უცხო ხართ, მაგრამ მგონი, ქართველებმა კარგად მიგიღეს. რას იტყვით?…

- ვფიქრობ, რომ მაყურებელმა მართლაც მიმიღო, საკმაოდ თბილი პუბლიკაა... ისე, ორგანიზატორებთან, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. კმაყოფილი ვარ აქ ჩამოსვლით, მაგრამ რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას ამ კონკურსში, ყველაფერი მაინც წინ არის...

- გამარჯვებაზე დებთ ფსონს?

- რა თქმა უნდა. წინ გამარჯვებისკენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი - თბილისში გაგრელი ნანა არახამია გამოჩნდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება