"კონჩიტები და ერის მუწუკები არიან" - ქართველი კაბიანი ბიჭები მოდის კვირეულზე და დამამცირებელი კომენტარები (ვიდეო + 4 ფოტო)

"კონჩიტები და ერის მუწუკები არიან" - ქართველი კაბიანი ბიჭები მოდის კვირეულზე და დამამცირებელი კომენტარები (ვიდეო + 4 ფოტო)

"თბილისის მოდის კვირეული 2014" დასრულდა. ქვეყნის მთავარი მოდური და ბომონდური ღონისძიება 6-10 მაისს გაიმართა და რამდენიმე ლოკაციაზე იყო წარმოდგენილი. ჩვენებების ძირითადი ნაწილი ვარდების ბაღში გაიმართა, რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა კი პოდიუმად განსხვავებული ადგილები შეარჩია - დათუნა სულიკაშვილმა რიყეზე უმასპინძლა თბილისელ მოდის მოყვარულებს, ავთანდილ ცქვიტინიძის მოდელების ჩვენება კი რიტუალების სასახლის ბაღში გაიმართა.

პოდიუმზე არანაკლებ საინტერესო იყო მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაც. ჩვენ თბილისის 5-დღიანი "ფეშენ ვიკის" უცნაური მოდა შევაგროვეთ და ერთ ვიდეოში წარმოგიდგენთ, რომელშიც ყურადღებას იქცევს ის, რომ ქალები მეტად "მოკრძალებულად" არიან შემოსილი, ვიდრე მამაკაცები.

მოდის კვირეულზე მისულმა მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღებით არა მხოლოდ სამოსზე, არამედ ფეხსაცმელზეც იზრუნეს:

მამაკცებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ ზოგადად, არასტანდარტული ვიზუალით იქცევდნენ...

რაც შეეხება ქალბატონებს, ჩვენს ფოკუსში ყველაზე ეპატაჟურად ჩაცმულთაგან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე მოექცა

"პალიტრა TV"-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის ყველაზე ეპატაჟურ ჩაცმოლობებს აერთიანებდა, უკვე მოჰყვა გამოხმაურება მაყურებლისგან, რომლებიც თბილისური მოდის ახალი ტენდენციების მიმართ კომენტარებში უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ. ზოგი მათგანი კი აგრესიული და შეურაცხმყოფელიც კია:

"რა სასაცილოებიაა ვითომ ბომონდი",

"ერის მუწუკები არიან სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ",

"ვააა რამდენი კონჩიტა ტოო, ერთი ლიმონკა უნდათ ამათ ეხლა",

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო უაზროდ და მახინჯურად შეიმოსება... კონკურსია სიმახინჯის. ეს არ არის თავისუფლება ხალხო!", - წერენ საიტის მომხმარებლები.

იხილეთ სიუჟეტი: მამაკაცები კაბებით და მაღალი ქუსლებით - თბილისის "ფეშენ ვიკის" უჩვეულო მოდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება