3 მამაკაცი ნინა წკრიალაშვილთან სახლში შეჭრას ცდილობდა - "საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია"

3 მამაკაცი ნინა წკრიალაშვილთან სახლში შეჭრას ცდილობდა - "საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია"

ნინა წკრიალაშვილი:

"ისეთი დრო მოვიდა, საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია"

"ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან, ცემენ, ბანკებს აყაჩაღებენ..."

"ყველამ ნახა, რომ "ცოცხები" დადგმული კადრი იყო"

"ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტია იქნება მმართველი და რა გვარი იქნება სათავეში. მთავარია ქვეყანა წინ მიდიოდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალობა სავავალალოა" - ამბობს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართავს..

- ფაქტია, რომ ღამე გარეთ გასვლა საშიშია. ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან, ცემენ, ბანკებს აყაჩაღებენ. მე უკვე ორჯერ მქონდა შემთხვევა: ღამე სამმა ბიჭმა დამიკაკუნა, ვითომ პოლიციიდან იყვნენ, სურდათ, კარი გამეღო და შემოსულიყვნენ... მოვთხოვე, გვარები ეთქვათ და ვკითხე, რატომ სურდათ შემოსვლა. ვუთხარი რომ მათ გვარებს მინისტრთან გადავამოწმებდი, ამის შეეშინდათ და გაიქცნენ... ერთი შემთხვევა იანვარში მოხდა და მეორე 2 დღის უკან.…ამიტომ ვფიქრობ საგანგაშო სიტუაციაა. ძალიან მაღიზიანებს ყველა დანით რომ დადის და თან ისე, რომ შარვლიდან უჩანთ. ეს ყველაფერი არამარტო მე მაშინებს, არამედ ყველას ვისაც უკვე მოზრდილი შვილი ჰყავს. ისეთი დრო მოვიდა, საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია. სანამ დაბრუნდება, გიჟივით ფანჯარასთან ვზივარ. ადრე, თუნდაც 2-3 წლის წინ, არ მეშინოდა, ეზოში რომ იყო თუნდაც 12 საათამდე. მე პირადად ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გაამკაცრონ ზომები, რადგან ყველამ ერთად მშვიდად ვიცხოვროთ მშვიდ და ევროპულ საქართველოში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება