დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია მზადაა რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ინიციატივას შეუერთდეს და "დიდ მთავრობაში" შევიდეს. მომღერალმა საპრეზიდენტო პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერზე უკვე შექმნა საკუთარი აქაუნთი.

"თუ მიმიწვევენ, ჩემთვის დიდი პატივი იქნება "დიდ მთავრობაში" შესვლა. საიტზე უკვე დავრეგისტრირდი", - აცხადებს ღურწკაია და მიიჩნევს, რომ პროექტს უნდა შეუერთდეს ყველა, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად წარმატების მიღწევა შეძლო.

რაც შეეხება "დიდ მთავრობას", ის რუსეთის პირველი პირის ახალი ინიციატივაა და მისი გაპრემიერმინისტრების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მედვედევის განცხადებით, ჩვეულებრივი მინისტრთა კაბინეტის გარდა, იმუშავებს ალტერნატიული, "დიდი მთავრობა", რომელიც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებითა და მთავრობის მომხრე საზოგადო მოღვაწეებით იქნება დაკომპლექტებული. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ვებ-გვერდიც მუშაობს, სადაც დარეგისტრირება, წინადადებების წარდგენა და დისკუსიებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტს ჰყავს საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არიან რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტები თიკა კანდელაკი, სოფო შევარდნაძე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ სვანაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ანტონ სიხარულიძე.

რთული სათქმელია, ღურწკაიამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აქტივობის მოტივით მიიღო, თუ მედვედევის მიმართ პირადი სიმპათიებით. ცოტა ხნის წინ მედვედევმა ღურწკაიას მეგობრობის ორდენი გადასცა და ის საკუთარი ხელით დააბნია მომღერალს გულზე. პრეზიდენტმა გოგონა თბილი სიტყვებითაც გაამხნევა, რის შედეგადაც აღელვებულმა მომღერალმა სცენაზე ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ბანკეტზეც მიულოცა წარმატება. სახელმწიფოს მეთაურისგან ასეთმა ყურადღებამ დიანა საერთოდ გამოიყვანა წონასწორობიდან - უხერხული მოძრაობით მას პრეზიდენტის ბოკალზე ხელი მოუხვდა და მედვედევს შამპანური გადაასხა.

პრეზიდენტმა უხერხულობა არ შეიმჩნია, უბრალოდ გაიღიმა და მომღერალს "კიდევ მრავალი ჯილდოს მიღება უსურვა".

მომზადებული ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება