აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა

აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა

აიშვარია რაი - ”მის მსოფლიოს” ტიტულის მფლობელი, ბოლივუდისა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, საშინლად გამოიყურება.

რაიმ მშობიარობის შემდეგ წონაში დაკლება ვეღარ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გასული წლის ნოემბერში გააჩინა.

მშობიარობის შემდეგ 38 წლის აიშვარია ეკრანზე აღარც გამოჩენილა. 1994 წლის ”მის მსოფლიომ” განაცხადა, რომ დედობით ტკბობა სურს, თუმცა უცხოურ მედიაში წერენ, რომ კინოში გადაღების უფლებას ქმარი არ აძლევს, მაგრამ შოუბიზნესიდან წასვლის მთავარი მიზეზი მაინც ჭარბი წონაა.

"ის ბოლივუდის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია და ვალდებულია თავის სხეულს მიხედოს. მაგალითი ისეთი ვარსკვლავებისგან უნდა აიღიოს, როგორებიც ანჯელინა ჯოლი და ვიქტორია ბექჰემი არიან", - წერენ ბოლივუდის პრესაში.

აიშვარია რაი მეუღლეს აბჰიშეკ ბაჩანს (Abhishek Bachchan) 2007 წელს გაჰყვა. წყვილს ერთი გოგონა ყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება