"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

ბაქოში სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, "ევროვიზია 2012" საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონია EuroClub-ში გაიმართა, რომლის წინაც მონაწილეებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

ცერემონიაში მონაწილეობას იღებდა ქართული დელეგაციაც. ქართული დროშებით ხალიჩაზე ანრი ჯოხაძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და მაგდა ჯოხაძე გამოჩნდნენ. საქართველოს სახელით კონკურსზე ანრი ჯოხაძე 24 მაისს კომპოზიცია "I'm a Joker"-ს წარადგენს. მასთან ერთად სცენაზე მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც წარსდგება. მუსიკალურ ნომერს კი ბექვოკალით ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და ანრის, და, მაგდა ჯოხაძე გააფორმებენ. ნომერი მუზიკლის სტილში ლასა ონიანმა დადგა.

კონკურსი ფეშენებელურ დარბაზში, Baku Crystal Hall -ში გაიმართება. ანრი ჯოხაძე მონაწილეებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ დარბაზში რეპეტიცია გაიარა და ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა. ქართველმა მომღერალმა აზერბაიჯანის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

"ბედნიერები ვართ, რომ კონკურსი მოძმე აზერბაიჯანში ტარდება. ღონისძიება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. აზერბაიჯანელი მონაწილე, საბინანა ბაბაევა ჩემი ახლო მეგობარია, შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე, ხშირად ჩამოვდივარ ბაქოში და ძალიან მინდა აქ სახლი მქონდეს", - განაცხადა ჯოხაძემ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, სიმღერაზე მუშაობის პროცესი ძალიან გაუადვილდა.

"ჩემს დასთან და ჯგუფის სხვა გოგონებთან მუშაობამ სიამოვნება მომანიჭა. მე თუ "ჯოკერი" ვარ, ისინი ჩემთვის "დამები" არიან", - განაცხადა მომღერალმა.

Baku Crystal Hall-ში ღონისძიებიაზე დასწრების საშუალება 23 000 მაყურებელს ექნება. 16 000 გულშემატკივარი კი კონკურსს პირდაპირ ეთერში მონიტორების საშუალებით ნახავს.

კონკურსის პირველი ტურები 22 და 24 მაისს გაიმართება. ფინალი კი 26 მაისს შედგება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია trend.az-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება