ლევან როსტოშვილი - ოჯახის შესაქმნელად შვილის გამოც არ ვარ მზად

ლევან როსტოშვილი - ოჯახის შესაქმნელად შვილის გამოც არ ვარ მზად

ლევან როსტოშვილის შვილის დედამ, უკრაინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იანა კლოჩკოვამ ტელეარხ 1+1-ის დოკუმენტურ სერიალში - І прийде кохання განაცხადა, რომ ლევანთან შეხვედრა უნდა, რადგან ამ ურთიერთობას დასრულებულად არ მიიჩნევს. ამის შემდეგ შოუს გადამღებმა ჯგუფმა ლევან როსტოშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუში ლევანმა განაცხადა, რომ იანაზე დაქორწინებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.

"დღემდე არ მიპოვია ქალი, რომელთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ. შესაძლოა, პრეტენზიული ვარ, - განუცხადა როსტოშვილმა 1+1-ს, - ოჯახს მაშინ შევქმნი, როდესაც შემიყვარდება. ამჟამად ამისთვის მზად არ ვარ. საკუთარი ვაჟის გამოც არ აღმოვჩნდი მზად ოჯახის შესაქმენლად, ვინაიდან ის მაინც დაინგრეოდა ორ წელიწადში. თუ ქორწინებაში სიყვარული არ არის - ბედნიერება არ იქნება. მე და იანას გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ არა ისე, რომ ოჯახი შეგვექმნა".

როსტოს კომენტარმა იანა გაანაწყენა.

"არც ვიცი, რა დავამატო, - თქვა იანამ, - როგორ ავხსნა, რომ მას საკუთარი შვილი ერთი წელია არ უნახავს?"

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება