ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ კიმ კი დუკს გადაეცა

ვენეციის 69-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს ლომი" სამხრეთკორეელ რეჟისორს, კიმ კი დუკს გადაეცა. მისი ფილმი "პიეტა" კინომოყვარულებმა საკონკურსო პროგრამის ყველაზე "სასტიკ" კინოსურათად აღიარეს.

"ვერცხლის ლომი" ამერიკელ რეჟისორს, პოლ ტომას ანდერსონს ერგო ფილმისათვის "ოსტატი". ამ ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებმა, ხოაკინ ფენიქსმა და ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ჯილდოც გაინაწილეს.

ფილმმა, რომელიც საიენტოლოგიის ფუძემდებელს, რონ ჰაბარდის შესახებ გვიამბობს, კინოკრიტიკოსების სპეციალური პრიზი "ფიპრესსიც" მოიპოვა.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი რეჟისორ უილრიხ ზაიდლუს გადაეცა ფილმისთვის "სამოთხე: რწმენა". საუკეთესო ქალ მსახიობად კინოფესტივალზე ჰადას იარონი დასახელდა, რომელმაც ებრაულ ფილმში "სიცარიელის შევსება" მთავარი როლი შეასრულა. მარჩელო მასტროიანის პრემია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობებზე გაიცემა, ამჯერად იტალიელ ფარიციო ფალკოს ერგო ფილმებში "მძინარე მზეთუნახავი" და "ეს სიზმარი იყო" შესრულებული როლებისთვის.

საუკეთესო ოპერატორად - დანიელ ჩიპრი, საუკეთესო სცენარისტად კი ოლივერ ასაიასი დასახელდა.

ვენეციის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მანი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ფილმების შეფასებაზე მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, მოდელი ლეტიცია კასტა, ინგლისელი მსახიობი სამანტა მორტონი, აგრეთვე რეჟისორები - პიტერ ჩანი (ტაილანდი), ანრი ფოლმანი (ისრაელი), მატეო გარონე (იტალია), ურსულა მაიერი (შვეიცარია) და პაბლო ტრაპეო (არგენტინა) მუშაობდნენ.

სცენა ფილმიდან პიეტა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება