გია სურამელაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას შვილი გააცნო

გია სურამელაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოებას შვილი გააცნო

გია სურამელაშვილმა დაბადების დღე და სასცენო კარიერის მრგვალი თარიღი საკუთარ რესტორანში კონცერტით აღნიშნა. მომღერალს ასაკი არ დაუკონკრეტებია, თუმცა 25 წელია სცენაზე დგას.

სტუმართა შორის სურამელაშვილის თაყვანისმცემლებიც იყვნენ, რომლებსაც დაცვა საშუალებას აძლევდა მომღერალთან ფოტოები გადაეღოთ.

სურამელაშვილის საიუბილეო კონცერტს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არ მოჰკლებია. მათ შორის ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილიც იყო, რომელმაც რიტმულ მუსიკას ფეხიც კარგად აუწყო და კარგად მოილხინა. გია სურამელაშვილის სადღეგრძელო განსხვავებული სასმისით დიზაინერმა ზალიკო ბერგერმაც შესვა. სტუმრებმა იუბილარს იუბილე ლექსებითაც მიულოცეს.

იუბილარმა სტუმრებს მისი შვილი, ნუგო და რძალიც გააცნო. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ვაჟი საზოგადოებაში გამოჩნდა. მალე სურამელაშვილი ბაბუაც გახდება და შვილიშვილის დაბადებას მოუთმენლად ელის.

როგორც ცნობილია, გია სურამელაშვილს არაერთი სიმღერა აქვს შესრულებული თაკო მელიქიშვილთან ერთად, რომელიც რადიო "არ დაიდარდოს" წამყვანია. სტუმრებისთვის სიურპირზი აღმოჩნდა, რომ თაკო მელიქიშვილიც იუბილარი იყო და მომღერლებმა დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

გია სურამელაშვილს და თაკო მელიქიშვილს უმღერეს ქეთი მერკვილაძემ, გიორგი შალვაშვილმა და გიორგი წერეთელმა მეუღლესთან, ლოლიტასთან ერთად.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას გია სურამელაშვილმა განცხადა, მისი წარმატება მსმენელის დამსახურებაა.

"ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში მომყვებიან ის ადამიანები, რომლებიც აფასებენ ჩემს ნამღერს. ზედმეტი ლაპარაკი არ მიყვარს. რაც ვარ, ეს ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. რასაც მივაღწიე, ჩემით მივაღწიე. 25 წელი ცოტა არ არის სცენისთვის. მე დროს გავუძელი და კვლავ გავახარებ ჩემი თაყვანისმცემლების გულებს. ვისაც არ ვუყვარვარ, ეს მათი პრობლემაა. მე ყველა მიყვარს და ყველასთვის ვმღერი. თუ არ მოსწონთ ჩემი ნამღერი, ვერავინ დააძალებს მისმინონ. მე ჩემი მსმენელი მაძლევს სტიმულს და რწმენას", - განაცხადა სურამელაშვილმა.

თაკო მელიქიშვილის თქმით, ის უკვე 4 წელია გია სურამელაშვილთან თანამშრომლობს და მათი ყველა ერთად შესრულებული სიმღერა მსმენელმა შეიყვარა.

"4 წელია ერთად ვმღერით. ჩვენს შორის შემოქმედებითი ჰარმონიაა. სცენაზეც ერთად ვდგავართ და დაბადების დღეებიც ერთად გვაქვს. მე მიყვარს ჩემი მსმენელი. ეს სიყვარული ისევ სიყვარულით გვიბრუნდება და ამაზე დიდი ბედნიერება რაღაა მომღერლისთვის? მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდი და ვისაც უყვარს ჩემი და გიას სიმღერები", - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება