"რუსეთის ყველაზე დიდი მკერდი" შიშველ ფოტოებზე უარს ამბობს

"რუსეთის ყველაზე დიდი მკერდი" შიშველ ფოტოებზე უარს ამბობს

მარია (მია) ზარინგი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანია. 27 წლის მია ცნობილი გახდა თავისი ნიჭით, ხალისიანი ბუნებითა და ქალებისთვის შესაშური და მამაკაცებისთვის სასურველი მკერდით. მია რუსეთის ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მფლობელია.

მიას წარმატებული კარიერა აქვს მარკეტინგულ სფეროშიც. პროვინციელი გოგონა არა მხოლოდ გასართობი პროგრამებისა და ღონისძიებების წამყვანი და მსახიობია, დიდხანს იყო ივენთ-ღონისძიებების ორგანიზატორი და ბიზნესის საფუძვლებიც შეისწავლა. რუსეთის ტელევიზიაში მია პოპულარული სახეა, კინოშიც წარმატებით იღებენ და რადიოშიც ისმის მისი ხმა. მისით ყველა აღფრთოვანებულია - მისი წელის გარშემოწერილობა 63 სანტიმეტრია, მისი მკერდის ზომა კი - 12.

- ვინც თავდაპირველად დარწმუნებულია, რომ მე მკერდის მეტი არავითარი ღირსება არ მაქვს, მალე გადავარწმუნებ ხოლმე, - ამბობს მია, - ძლიერი პიროვნება ვარ. უმამოდ გავიზარდე, დედასთან. ეკონომიკური განათლება მაქვს. ახლა თეატრალურში ვსწავლობ და შოუბიზნესის სფეროში ვმუშაობ. ყველაფერი იოლად გამომდის. ოღონდ არა მკერდის, არამედ კარგი მეხსიერების წყალობით (იცინის). ბურლესკშოუ "პუდრას" წამყვანად ვმუშაობ, კინოსა და ტელეგადაცემებში ვმუშაობ, დილიდან საღამომდე დაკავებული ვარ. ჯერ არც ერთ ჩემს ნაცნობს არ უთქვამს, რომ სულელი ან არაპროფესიონალი ვარ.

- მძიმე არ არის ეს შენი "სიმდიდრე"?

- არ მიყვარს შეკითხვები სიმძიმესა და წონაზე. ჩემი მკერდი კილოგრამობით არ იზომება. როგორ შეიძლება მისი სასწორზე დადება, არ ვარ მზად მსგავსი ექსპერიმენტებისთვის მხოლოდ ციფრების გამო.

- ქუჩაში მარტო სიარულის არ გეშინია?

- სასცენო კოსტიუმსა და გრიმში მართლაც მეშინია. ერთხელ ერთმა ბრიყვმა დეკოლტეში მობილური ტელეფონი ჩამიტენა. ჩემს აღშფოთებულ მზერას კი გაოცებული თვალებით უპასუხა: ვითომდა, რაკი ამხელა მკერდი გაქვს, ე.ი. პორნოინდუსტრიის მუშაკი ხარო! მაგრამ მე ძალიან მკაცრი წესები მაქვს, არავის ვრთავ ნებას, შემეხოს. თუმცა ხალხის რეაქციაზე ვხალისობ ხოლმე. ორი ტიპის კომპლიმენტებს მეუბნებიან: ვაა, რა დიდი მკერდია და ვა, როგორი ჭკვიანი ხარ! ნიკიტა ჯიგურდამ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამოიოხრა: "პამელა ანდერსონი ისვენებს!" იმდენად მივეჩვიე სტვენას, წამოყვირებებს, თითქმის ვერც ვამჩნევ. ზოგიერთ დიდმკერდა გოგოს სწყინს, როცა უსტვენენ, მე კი მგონია, არაფერია საშიში იმაში, თუ ადამიანი თავს ვერ იკავებს ჩემი მკერდის დანახვისას, პირს აღებს გაოცებისგან, თვალებს ქაჩავს და ოხრავს!

- როგორ უვლი ასეთ სილამაზეს?

- თავის მოვლაზე საკმაოდ დიდი ფული მეხარჯება, აქედან დიდი ნაწილი მკერდის მოვლაზე მიდის. წელიწადში მილიონ რუბლამდე! მართლაც ძვირია! (იცინის). ამაში შედის სპორტდარბაზი, სპეციალური კრემები, ლოსიონები, კოსმეტიკა, მაგრამ ბევრ რამეს ვიღებ ბარტერით: სტილისტების ან თავის მოვლის საშუალებების რეკლამირების სანაცვლოდ. ამიტომაც რეალურად მინიმალურ თანხას ვხარჯავ.

- დიეტას იცავ?

- პირიქით, სპილოსავით ვჭამ! ძირითადად გზაში. აუცილებლად ნორმაში უნდა იყოს წონა. თუ მეტისმეტად მოვიმატებ, ფეხებზე შემდგარ "კალაბოკს" დავემსგავსები. ხოლო თუ რამდენიმე კილოგრამს დავიკლებ, ბიუსტიც შემცირდება, რაც არ მინდა.

- რამდენი უნდა გადაგიხადონ, რომ სულ გაშიშვლდე?

- არ არსებობს ასეთი ფული! (იცინის). მე ზნეობრიობის მომხრე ვარ. დეკოლტე ამაში მეხმარება. წარმომიდგინეთ მთლად შიშველი, რა იქნება? თუმცა დახურული სვიტერითაც კოლმეურნეობის პორნოვარსკვლავს დავემსგავსები. უნდა იგრძნო, როგორ არ დაეშვა ვულგარულობამდე. რაც შეეხება სექსინდუსტრიას, ამით არ ვაპირებ ფულის შოვნას, ამიტომაც შიშველი არ ვიღებ არც ფოტოს და არც კინოკადრს. ჩვენთან ბევრ რამეს ცუდად იგებენ. თითიც რომ მიაკარებინო ვინმეს, მაშინვე საწოლში შეგათრევს. უხეშად მომექცევიან, გათავხედდებიან, ეს კი არ მინდა. რეგიონებში გამოსვლა ისედაც მიჭირს. ჩემ გვერდით ყოველთვის არის დაცვა და ჩემი დირექტორი, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული დავდივარ - დაე ეგონოთ, რომ არ ვარ თავისუფალი.

GRAZIA

იხილეთ ვიდეო

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება