შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ

შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ

შექსპირის პიესის "აურზაური არაფრის გამო" ადაპტირებულ ვერსიას როკ-სპექტაკლად დადგამენ. პროექტისთვის მუსიკას ჯგუფ Green Day-ის სოლისტი, ბილი ჯო არმსტრონგი წერს. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.

სპექტაკლი სახელად - "ეს ქაღალდის ტყვიები" ქალაქ ნიუ-ჰევენში, კონექტიკუტის შტატში, ისლამურ თეატრში დაიდგმება. ეს კლასიკური პიესის როკ-ადაპტაციაა, რომელიც ლივერპულელ როკ-ბენდზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ჯგუფი ლონდონელ მუსიკალურ მაგნატებთან გამკლავებას ცდილობს.

შექსპირის პიესის ადაპტირებულ ვერსიაზე დრამატურგი როლინ ჯონსი მუშაობდა, რომელსაც მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის პულიცერის და ამერიკელ მწერალთა გილდიის პრემიები.

დადგმის რეჟისორი ჯექსონ გეი იქნება. სპექტაკლის პრემიერა 2014 წლის მარტში გაიმართება.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება