სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა

სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "რეიტინგის" რუბრიკა "ჭორ-მართალში"

ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის, იმავე წოპეს, ქალიშვილი მაია პაატა შევარდნაძის თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის დავით დუმბაძის მეუღლე გახლავთ. დავით დუმბაძემ ბიზნესს დიდი ხანია მიჰყო ხელი - საქართველოში ჯერ "მარტინ ბაუერი" დააფუძნა, შემდეგ "თიბისი ბანკის" მეწილე გახდა, ოთხი წელი ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. ამას მოჰყვა ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია.

როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების "მსხვერპლი" დუმბაძეც გახლდათ. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიაში დარღვევები აღმოუჩინეს და რამდენიმე მილიონით დააჯარიმეს, თუმცა კარგა ხანს არ ეგუებოდა ამ ამბავს და სასამართლოს გზით თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა. ადეიშვილსაც დამუქრებია, სულ დავხურავ ქარხანასაც, მაღაზიებსაც და ათასობით ადამიანს უმუშევარს დავტოვებო. ადეიშვილს თავის მხრივ შეუთვლია, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ფული მაინც უნდა გადაიხადოო. გადასახდელი ფული კი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა. იმის მიუხედავად, რომ დუმბაძეს მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მაინც გადაუხდია ეს მილიონები და განაწყენებულიც დარჩენილა. "ჩემთვის ეს არ უნდა გაებედათო", - უთქვამს კიდეც თავის მეგობრებთან, რადგან როგორც მისი ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, ის მაშინდელ ხელისუფლებას პატივისცემას ისედაც არ აკლებდა.

დავით დუმბაძის ერთადერთი ქალიშვილი ელენე პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამერიკული უნივერსიტეტი გლობალური კომუნიკაციისა და კინომცოდნეობის განხრით დაამთავრა. 2011 წელს სტაჟირება გაიარა საფრანგეთში ევროპის დამოუკიდებელ კინოფესტივალზე ორგანიზატორის რანგში. ფილმები, რომლებიც ფესტივალზე იყო წარდგენილი, მან საქართველოში ჩამოიტანა და მათი ჩვენება კულტურის სამინისტროსა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაიმართა.

ელენე ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდება. იცვამს "შანელის", "ივ სენ ლორანის" და სხვა მაღალი კლასის ბრენდების სამოსს. "გიჟდება" "შანელის" ჩანთებზე. როგორც ამბობენ, ელენეს ჯგუფელები პარიზში ძირითადად მდიდარი ოჯახის შვილები და არაბი შეიხების ასევე მდიდარი მემკვიდრეები იყვნენ. როგორც ელენეს ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, ერთ-ერთი შეიხის შვილი ელენეზე შეყვარებულიც ყოფილა და ცოლობასაც სთხოვდა. "ყველას გვეგონა და ველოდით, რომ ელენე მას გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ალბათ ოჯახმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს ელენეს ერთ-ერთი დაქალი.

გიორგი ალასანია ნიკა ალასანიას ძმაა. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილები არიან. ნიკა ალასანიამ რამდენიმე წლის წინ ცნობილი მუსიკოსის დავით ევგენიძის ქალიშვილი ლიკა შეირთო ცოლად.

ბოლო დროს გიორგი და ელენე ერთმანეთს გააცნეს და მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. ულამაზესმა წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. პატარძალს ძვირფასი საქორწინო კაბა ეცვა, რამდენიმემეტრიანი შლეიფით.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, მანამდე ელენეს ერთ-ერთი იუბილე მამამ პარიზის ცნობილ კლუბში გადაუხადა.

მომდევნო დაბადების დღე კი წყნეთში, დუმბაძეების აგარაკზე აღნიშნეს. წვეულება კოსტიუმირებული გახლდათ და მასზე ელენე "პლეიბოის" კოსტიუმში გამოწყობილი გამოეცხადა სტუმრებს. მისი ერთ-ერთი მეგობარი კი მონაზვნის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოსულა სტუმრების წინაშე. როგორც ამბობენ, დაბადების დღეს უამრავ ნაცნობ-მეგობართან ერთად ახალგაზრდა უცხოელი მოგზაურებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დავით დუმბაძემ თვითმფრინავში გაიცნო, თბილისში დაბინავებაში დაეხმარა და ქალიშვილის იუბილეზეც მიიწვია.

იხილეთ ფოტოგალერეა

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი" რუბრიკა "ჭორ-მართალი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება