ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შერიგდნენ

ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შერიგდნენ

ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი ისევ ერთად არიან. ბისექსუალმა ამბერმა, რომელმაც რამდენიმე თვე თავის მეგობარ გოგონასთან, ფრანგ მოდელ მარი დე ვილპენთან ერთად გაატარა, ჯონისთან დაბრუნება გადაწყვიტა.

"49 წლის ჯონი, რომელმაც ამბერის გამო მეუღლე, ვანესა პარადი მიატოვა, არაფრით თმობდა 27 წლის საყვარელს. ის ამბერის დასაბრუნებლად დიდხანს იბრძოდა. მან თავის კუნძულზე არსებულ სახლში ბარი ააშენა, რომელიც ფილმ "რომის დღიურში" არსებული ბარის ანალოგია. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე დაიწყო ჯონის და ამბერის რომანი. გარდა ამისა, ჯონიმ თავის კერძო სანაპიროს ამბერის სახელი დაარქვა", - წერს ამერიკული გამოცემა Us Weekly.

პაპარაცებმა მათი განახლებული რომანის დამამტკიცებელი საბუთებიც მოიპოვეს. წყვილი რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში Rolling Stones-ის კონცერტზე შენიშნეს. მოგვიანებით ჯონი და ამბერი კერძო წვეულებაზე წავიდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში წყვილი ხელჩაკიდული დადიოდა.

ჯონიმ და ამბერმა ერთმანეთი 2010 წელს ფილმ "რომის დღიურის" გადაღებებზე გაიცნეს. დეპმა აღიარა, რომ ძალიან მოხიბლა პარტნიორის გარეგნობამ. 2012 წელს უკვე გაჩნდა ხმები მათი რომანის შესახებ, თუმცა დამტკიცება არავის შეეძლო, რადგან ამბერს ყველა ლესბოსელად თვლიდა, ხოლო ჯონი და მისი მეუღლე ვანესა ბედნიერები ჩანდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამბერ ჰარდი ბისექსუალია, ხოლო დეპი მეუღლეს დაშორდა.

მომზადებულია Us Weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება