ალა პუგაჩოვა მიტოვებულ ქალებზე იზრუნებს

ალა პუგაჩოვა მიტოვებულ ქალებზე იზრუნებს

მომღერალ ალა პუგაჩოვას, რომელმაც ცოტა ხნის წინ 64 წლის იუბილე აღნიშნა, სოფელში მცხოვრები მიტოვებული ქალების დასაცავად კომიტეტის შექმნა სურს.

"უნდა შეიქმნას კომიტეტი იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც დაავიწყდათ. მათთან ფსიქოლოგიური, აღმზრდელობითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამ კომიტეტში დიდი სიამოვნებით შევალ", - განაცხადა ალა პუგაჩოვამ რადიო Коммерсант FM-თან საუბრისას.

მომღერლის განცხადებით, სოფლად ქალების ცხოვრება უკიდურესად მძიმეა:

"ისინი ისეთი მიტოვებულები არიან... ამის შედეგად ისეთ დეპრესიაში შეიძლება ჩავარდე! ეს ქალთა უფლებების ცალკე თემაა. მათ წასასვლელი არსად აქვთ, ისინი დავიწყებულნი არიან", - აღნიშნა მომღერალმა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება