რატომ აღარ გაიმართება "მის ბიკინი საქართველო"

რატომ აღარ გაიმართება "მის ბიკინი საქართველო"

18 წლის ქართველი მოდელი, 2009 წლის "ვიცე-მის თელავი" მარიამ ცერცვაძე 7 მაისს ჩინეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება. მანამდე რედაქციაში გვეწვია, რომ გაგვერკვია, როგორია მოსამზადებელი პროცესი. მარიამს თან ახლდა სამოდელო სააგენტო "ფავორიტის" ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი, რომელიც სილამაზის კონკურსებზე შეცვლილი ვითარების შესახებაც გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, რატომ აღარ გაიმართება წელს "მის ბიკინის" კონკურსი.

- მარიამ, სად მიემგზავრები?

- მივემგზავრები შანხაიში სამოდელო სააგენტო "ფავორიტიდან". ჩინეთში ტარდება კონკურსი, რომელშიც 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ვიცი, რომ იქნება დიდი კონკურსი, მაგრამ ვეცდები, საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. 2009 წლიდან ვთანამშრომლობ სააგენტო "ფავორიტთან". მაია ზაალიშვილი "მის თელავში" მონაწილეობისას გავიცანი. ამ წელს გავედი ზემოხსენებულ კონკურსზე და "ვიცე-მის თელავი" გავხდი. თელაველი გახლავართ.

ვფიქრობ, სამოდელო ბიზნესი ძალიან საინტერესო სფეროა. მოდა არ არის მხოლოდ პოდიუმი, ტანსაცმელი შენს პიროვნებას კარგად წარმოაჩენს, ამით ხასიათის თვისებებსაც უსვამ ხაზს, ანუ ჩემთვის ეს სფერო გაცილებით საინტერესოა იმის გარდა, რომ შეიძლება, პოდიუმზე გამოვიდე და ტანსაცმელი ვაჩვენო.

- ელოდებოდი ვიცე-მისის ტიტულს?

- ველოდებოდი (იღიმება)!.. საკმაოდ თავდაჯერებული ვარ, ეს თვისება ძალიან კარგია და დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გქონდეს შენი თავის რწმენა, რომ რაღაცას მიაღწიო.

- კონკურსზე ვინ გგულშემატკივრობდა?

- მამა, ძმა, ნათესავები.

- ჩინეთში წასასვლელად როგორ ემზადები?

- დატვირთული რეჟიმი ქალის გარეგნობაზე ძალიან აისახება, ასე რომ, ძირითადად, ვისვენებ. ვზრუნავ გარეგნობაზე, ვფიქრობ, როგორ მოვუარო თავს. ვარჯიში არ მეზარება, ძირითადად პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ და ვცდილობ, ამას ყოველდღიური სახე მივცე, თუ დრო მაქვს.

- თბილისში სასწავლებლად ჩამოხვედი?

- დიახ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. არ ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია, დიზაინერობა მინდოდა, მაგრამ ბოლო წელს ჟურნალისტობა გადავწყვიტე. ძალიან საინტერესო სფეროა. ჟურნალისტი გაცნობიერებულია ყველა სფეროში, აინტერესებს როგორც კულტურა, ასევე პოლიტიკა.

- შენ გაინტერესებს?

- მე ნაკლებად, მაგრამ, ზოგადად, კარგმა ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იცოდეს და მეც გავერკვევი, თუმცა უფრო მეტად კულტურას გავაშუქებ ხოლმე.

- კონკურსის წინ შენი მეგობრები ალბათ მხარში გიდგანან და გამხნევებენ. არის თუ არა განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც გამორჩეულად გიგულშემატკივრებს?

- (ფიქრობს)... ასეთი ორია.

- ორი?

- ორი მეგობარი (იცინის).

- შეყვარებული?..

- (დუმს - ავტ.)

- როგორ შეიძლება შენი მოხიბვლა?

- ძალიან მიყვარს საინტერესო ადამიანები. ბიჭმა გარეგნულადაც უნდა მიგიზიდოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან სამყაროს. პირველ რიგში, ემოციებს, ხასიათს ვაქცევ ყურადღებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება