ანჯელინა ჯოლიმ მკერდის ამპუტაცია ჩაიტარა

ანჯელინა ჯოლიმ მკერდის ამპუტაცია ჩაიტარა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ მკერდის კიბოს თავიდან აცილების მიზნით ორივე სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან მსახიობმა ოფიციალურად დაადასტურა. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ გზით ქირურგებმა მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87%-დან მინიმალურ ზღვრამდე მიიყვანეს.

"ეს ოპერაცია საჭირო იყო, რადგანაც სხვა შანსი არ არსებობდა. მინდა სხვა ქალებს მივმართო, მკერდის ამპუტაციაზე დათანხმება და ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. იმის შანსი, რომ მკერდის კიბო მჭირდეს 87%-დან 5%-მდე შემცირდა. ჩემს გვერდითაა ბრედ პიტი და მარტო არ მტოვებს. მინდა ყველა კაცს მივმართო, თუ თქვენს ცოლს, ან შეყვარებულს მკერდის ამპუტაცია სჭირდება, არ მიატოვოთ - ამ დროს ქალს ყველაზე მეტად სჭირდებით. ბრედი გამოკვლევებზეც დამყვებოდა და ოპერაციის შემდეგ ჩემი გაცინებაც შეძლო", - განაცხადა ანჯელინამ.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება