ირლანდიაში რიანას სარეკლამო ბანერზე შიშველი მკერდი ნაჭრით დაუფარეს

ირლანდიაში რიანას სარეკლამო ბანერზე შიშველი მკერდი ნაჭრით დაუფარეს

დუბლინში ქუჩის სარეკლამო ბანერებზე პოპ-მომღერალ რიანას შიშველი მკერდი ნაჭრებით დაფარეს. ბანერზე, რომელიც მომღერლის საკონცერტო ტურნეს რეკლამას უკეთებს, რიანა ბიუსტჰალტერის გარეშეა გამოსახული.

როგორც ჩანს, ირლანდიელებმა ბანერებზე გამოსახული სიშიშვლე მეტისმეტად მიიჩნიეს. ნაჭრები ბანერებზე მთელი ქალაქის მასშტაბით გააკრეს. ზოგიერთ მათგანზე ქვედაბოლო და მაისურიც მიამაგრეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რიანა ირლანდიის მოსახლეობას თავისი სითამამით აღაშფოთებს. სწორედ ირლანდიაში გადაიღო ვარსკვლვმა ვიდეოკლიპი სიმღერისთვის We Found Love, რომლის გადაღებებზე რიანა ასევე შიშველი მკერდით დააფიქსირეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: თბილისში სარეკლამო ბილბორდებზე მოდელების სიშიშვლეს საღებავით ფარავენ

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება