კიმ კარდაშიანს გოგონა შეეძინა

კიმ კარდაშიანს გოგონა შეეძინა

სომხური წარმოშობის სკანდალური ტელე-წამყვანი, კიმ კარდაშიანი 32 წლის ასაკში დედა გახდა. შაბათს ღამით მას გოგონა შეეძინა. კარდაშიანმა ჰოლივუდში, პოპულარულ სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ში იმშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი ვადაზე ერთი თვით ადრე გაჩნდა. ექიმები მის დაბადებას ივლისის პირველ ნახევარში ვარაუდობდნენ. ამის მიუხედავად, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

კარდაშიანის მშობიარობა მისი მეუღლისთვის, რეპერ კენი უესტისთვის დროული საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან პატარას დაბადება აშშ-ი ცნობილ დღესასწაულს, მამის დღეს დაემთხვა.

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებობდნენ. ტელევარსკვლავის ფეხძიმობის ამბავი კი ახალი წლის შემდეგ გახმაურდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებული reuters.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება