რუს­კა მა­ყაშ­ვილი - "მა­მა­კაც­მა რომ ჩე­მი გუ­ლი მო­ი­გოს სე­რენა­და კი არ უნ­და მიმ­ღე­როს, ბევ­რი უნ­და მა­ცი­ნოს"

რუს­კა მა­ყაშ­ვილი - "მა­მა­კაც­მა რომ ჩე­მი გუ­ლი მო­ი­გოს სე­რენა­და კი არ უნ­და მიმ­ღე­როს, ბევ­რი უნ­და მა­ცი­ნოს"

ფსიქოს სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი და მხი­ა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­ვის სტილს არ ღა­ლა­ტობს და ჩვენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­მაც ხა­ლი­სი­ან ნოტ­ზე ჩა­ი­ა­რა. ამ ინ­ტერ­ვი­უმ კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წმუ­ნა, რომ მას­თან არა­სო­დეს მო­იწყ­ენ.

- რუს­კა, ბო­ლო დროს იშ­ვი­ა­თად ჩან­ხარ, რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- "ღამის შო­უს" ჩა­წე­რე­ბი მაქვს. ვერ ვიტყ­ვი, რომ უსაქ­მოდ ვარ, უბ­რა­ლოდ, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­გან ვის­ვე­ნებ­დი.

- რო­გო­რია შე­ნი ერ­თი დღე?

- 10 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ და, ან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გავ­რბი­ვარ, ან ჩა­წე­რა­ზე, ან გა­და­ღე­ბა­ზე. ხში­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღეს მაქვს მო­სას­წრე­ბი. ვცდი­ლობ, მე­გობ­რე­ბის ნახ­ვაც მო­ვა­ხერ­ხო. შე­მოდ­გო­მი­დან ახალ წლამ­დე ისე­თი გრა­ფი­კი მაქვს, ძილ­საც კი ვერ ვას­წრებ ხოლ­მე. რო­ცა დრო მაქვს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­საც ვა­კე­თებ - საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რია ახა­ლი?

- ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ოღონდ გა­დავ­წყვი­ტე ამ თე­მა­ზე არ ვი­სა­უბ­რო.

- ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი რა­ტომ­ღაც ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ ქალს უჭირს...

- სუ­ლაც არ მი­ჭირს. უბ­რა­ლოდ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ერე­ვი­ან. პი­რა­დი იმი­ტომ ჰქვი­ა, რომ არ არის სა­ჭი­რო, სა­ზო­გა­დო და სა­ლა­პა­რა­კო გა­ხა­დო. პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი, ჩე­მი აზ­რით, მატ­რაკ­ვე­ცო­ბაა და მე­ტი არა­ფე­რი. მირ­ჩევ­ნი­ა, ჩე­მი სპექ­ტაკ­ლე­ბით და ფილ­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ და არა იმით, ვის­ზე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­ცა ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ერთ დღეს იღ­ვი­ძებ და მსა­ხი­ო­ბის ნი­ჭი აღარ გაქვს, არც არა­ვის სჭირ­დე­ბი და აინ­ტე­რე­სებ...

- მა­გის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და. ცუ­დი­ა, თუ ჩემ­და­მი ინ­ტე­რე­სი გაქ­რე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა არ და­კარ­გონ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტე­რე­სი. ცო­ტა შე­მა­ში­ნა ამ კითხ­ვამ, თუ ასე მოხ­და, ალ­ბათ მოვ­კვდე­ბი.

- რომ არა მსა­ხი­ო­ბი, ვინ იქ­ნე­ბო­დი?

- არა­ვინ. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე.

- რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი რო­ლი?

- კი­ნო­ში - პე­პი. თე­ატ­რში კი მას­ხა­რა მა­რი­ას რო­ლი "შო­ბის მე­თორ­მე­ტე ღა­მი­დან".

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რი ხარ, რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­დი პირ­ვე­ლად?

- გა­მე­ცი­ნა ამის წარ­მოდ­გე­ნი­სას... პირ­ველ რიგ­ში მო­ვითხ­ოვ­დი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ ჩე­მი ჰო­ლი­ვუდ­ში წას­ვლა. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვუ­წევ­დი პარ­ტნი­ო­რო­ბას ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს, ჯეკ ნი­კოლ­სონს, ჯო­ნი დეპს...

- წარ­მო­იდ­გი­ნე ლე­ო­ნარ­დო ჯეკს შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის დუ­ელ­ში იწ­ვევს.

- (ი­ცი­ნის) არა, დე­პი და ლე­ო­ნარ­დო ჯო­ბი­ა... ალ­ბათ, ძა­ლი­ან ამაყს იქ­ვე გუ­ლი გა­მის­კდე­ბო­და.

- არც თუ ისე კარ­გი გა­დას­ვლა­ა, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნე, კო­ბა ხა­ბა­ზი სე­რე­ნა­დას გიმ­ღე­რის, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ვა­ა­ა­ა­ა, გა­და­ვი­ღებ­დი და "ფეისბუკზე" ავ­ტვირ­თავ­დი. ალ­ბათ გუ­ლის შე­ტე­ვა და­მე­მარ­თე­ბა სი­ცი­ლის­გან.

- ისე, თუ უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის სე­რენა­და?

- არა­სო­დეს. სა­ერ­თოდ რო­მან­ტი­კუ­ლი არ ვარ. მა­მა­კაც­მა რომ ჩე­მი გუ­ლი მო­ი­გოს, სერენა­და კი არ უნ­და მიმ­ღე­როს, ბევ­რი უნ­და მა­ცი­ნოს და ცო­ტა შე­ე­ხე­დე­ბო­დეს. სა­ჩუქ­რებს და მსგავს რა­მე­ებს ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევ ყუ­რადღ­ე­ბას.

- პრე­ზი­დენ­ტმა რომ ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი მო­გარ­თვას, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა.

- ამა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რი­ა, მაგ­რამ არ ავი­ღებ­დი. რა­ტომ? იმი­ტომ... ისე, პრე­ზი­დენტს გა­აჩ­ნი­ა, მაგ­რამ ჯო­ბია უკო­მენ­ტა­როდ დავ­ტო­ვო და მხო­ლოდ ასე გი­პა­სუ­ხო - უი, უი!

- რა­მე ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ გაქვს?

- ამ­ჯე­რად არა, დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე გა­და­ღე­ბე­ბი ფილ­მზე "გივი". ეს არის დუ­ტა სხირ­ტლა­ძის ფილ­მი, "ფარ­სი სა­ხე­ლად "გივი", რო­მე­ლიც ივ­ლის­ში გა­მო­ვა. მე ერ­თ-ერთ მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ, სა­ხა­სი­ა­თო და სა­ხა­ლი­სო რო­ლი­ა. გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან გა­ვერ­თე.

- ფილ­მში შენ და გი­ვის რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- (ი­ცი­ნის) ეს რომ გითხ­რათ, გავ­ყი­დი ფილ­მის ში­ნა­არსს. და­ე­ლო­დეთ პრე­მი­ე­რას.

ფსიქოლოგის დასკვნა

და­ვით ან­დღუ­ლა­ძე - ფსი­ქო­ლო­გი: - ხა­ლი­სი­ა­ნი, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და ენერ­გი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა­ა. საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რია და იუ­მო­რის გრძნო­ბა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად აქვს. უყ­ვარს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, რა­საც მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა განა­პი­რო­ბებს.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება