მომღერალი ლორინ ჰილი სამი თვით ციხეში ჩასვეს

მომღერალი ლორინ ჰილი სამი თვით ციხეში ჩასვეს

ამერიკელი მომღერალი, Grammy-ს რვა პრემიის მფლობელი ლორინ ჰილი დღეს კონეკტიკუტის შტატის ციხეში გადაიყვანეს.

მომღერალს სამი თვე გადასახადების გადაუხდელობის გამო მიუსაჯეს, კერძოდ ჰილმა ხაზინაში 1 მლნ დოლარი არ გადაიხადა.

გამოსასწორებელი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჰილს კიდევ სამთვიანი შინაპატიმრობა ელის.

მომღერალი მელომანებს ჰიტ Supernatural-ით დაამახსოვრდათ, რომელიც კარლოს სანტანასთან ერთად ჩაწერა. მისი ყველაზე წარმატებული ალბომი The Miseducation of Lauryn Hill-ია (1998). ალბომის 8 მლნ ასლი გაიყიდა.

მომღერალი ექვს შვილს ზრდის.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება