ადრიანა ლიმამ Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა

ადრიანა ლიმამ  Desigual-ის კოლექცია წარმოადგინა

Victoria's Secret-ის მოდელი, 32 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი ადრიანა ლიმა ბარსელონაში პრესტიჟული მოდის ჩვენებაზე გამოჩნდა - ადრიანამ ესპანური ბრენდის Desigual-ის ახალი კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე ლიმას გამოჩენას ხმაური მოყვა - ქარიზმატულმა მოდელმა პოდიუმი მამაკაცების ოვაციების ფონზე გაიარა. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფების წინაშე მომღიმარი სახით პოზირებდა.

32 წლის ადრიანა, რომელიც რამდენჯერმე დასახელდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელად, ორი შვილის დედაა. მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ინტერვიუებშიც ხშირად ჩიოდა, რომ ფეხმძიმობის შემდეგ დარჩენილ ცხიმებს უშედეგოდ ებრძვის.

მეორე მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ ადრიანამ Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუში მიიღო მონაწილეობა. მოდის კრიტიკოსებმა და ფოტოგრაფებმა ვარსკვლავი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ Victoria's Secret-ის სხვა მოდელებთან შედარებით, ადრიანა ლიმას მსუქანი და მოდუნებული სხეული მოუვლელი ჩანს.

გუშინ გამართულ ჩვენებაზე მოდელმა ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ზედმეტი წონის გამო დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა დიდი ძალისხმევით ადრინდელი დიდება დაიბრუნა.

"დღეში 6 საათი ვვარჯიშობდი - დილით 3 საათს და საღამოს 3 საათს. მშობიარობიდან 2 დღეში საკუთარ ტანზე ზრუნვა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩემი ზუსტი წონა კრივის დახმარებით დავიბრუნე. ყველა ქალს ვარწმუნებ, რომ კრივი თქვენს ტანს სასწაულებრივად გაალამაზებს. მიყვარს ცვლილებები და რამდენიმე თვეში სარკეში ჩახედვის აღარ მეშინოდა", - განაცხადა მოდელმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება