რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს

რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს

''ახალი ტალღის'' წლევანდელი კონკურსი გასაგები მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. სალომე ქათამაძის უდავო წარმატებას ერი ერთსულოვნად აღიარებს და ულოცავს. არ გვეზარება სალანძღავი სიტყვების გამოყენება იტალიელი მომღერლისა და ჟიურის წევრების ტოტო კუტუნიოს, ლეონიდ აგუტინისა და კუბელი კონკურსანტის მისამართით. ამ უკანასკნელმა სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა სალომეს და გამარჯვებაც მოიპოვა. მაპზე უკეთესის არ იყოს, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს მეორე ადგილი იმ პირველს სჯობდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სალომეს პროდიუსერს ამ პროექტში, რუსა მორჩილაძეს აკრიტიკებს. დიდი აქცენტი ასეთ დროს ეროვნულ ტურზე მოდის, სადაც სალომემ ''კინტოური'' შეასრულა. სწორედ ეს ტური აღმოჩნდა გადამწყვეტი მომღერლისთვის.

კონკურსის დეტალებზე, კულუარებზე სასუბროდ რუსა მორჩილაძეს ტელეკომპანია ''იმედში'' ვესტუმრეთ.

- რუსა, პირველ რიგში, მინდა სალომეს წარმატება მოგილოცოთ, როგორც მის პროდიუსერს.

- მადლობა და პატარა შესწორებას შევიტან. მე ვარ სალომეს პროდიუსერი ამ პროექტიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ''იმედის'' მუსიკალური პროდიუსერი გახლავართ და შესაბამისად, ყველა მუსიკალურ პროექტს ამ კუთხით ვკურირებ. რაც შეეხება ''ახალ ხმას'', მე და დათო ოქიტაშვილმა მოვიტანეთ ეს პროექტი ''იმედში'' . ვინაიდან იყო სასიმღერო კონკურსი და კასტინგიდან დაწყებული ყველაფერი მე გავაკეთე, მომღერალიც ჩემი რეკომენდაციით აარჩიეს, გამოდის, რომ სალომეს პროდიუსერიც ამ კონკურსზე მე ვიყავი. ზოგადად მომღერლების პროდიუსინგით არ ვარ დაკავებული.

- რას ნიშნავს, მომღერალიც თქვენი რეკომენდაციით შეირჩა?

- ქართული კასტინგის ბოლოს ორი კონკურსანტი დარჩა - სალომე და ნინი ცნობილაძე. ორი მხარე ვისხედით, ქართული და რუსული. ნინიც ჩემი გოგოა, გამორჩეული წესიერებით, ზრდილობით, ნიჭიერებით, არაორდინარული ხმით. დიდ წარმატებას და თავისი ოცნებების ასრულებას ვუსურვებ, ყოველთვის ყველაფერში დავეხმარები. ჩემი სურვილი იყო, ორივე წასულიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, სალომე ვარჩიე. კარგად ვიცნობ ამ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არავინ წამიყვანია, ვიცი მათი გემოვნება. სალომეს ვოკალური მონაცემები ამ კონკურსისთვის უფრო მისაღები იყო.

- ანუ ის, რომ ქართულმა მხარემ დაბლოკა ნინი, ტყუილია?

- დაბლოკვა ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ამ შემთხვევაში. ქართული მხარე ორივეს უწევდა რეკომენდაციას. რევზინი ხუმრობდა კიდეც, ქართველებმა არ იცით, არჩევნები რას ნიშნავსო?!

- თუ შეიძლებოდა, რამდენიმე წარმომადგენელი ჰყოლოდა, მაგალითად, რუსეთს, რატომ არ შეიძლებოდა, რომ საქართველოდანაც ორი კონკურსანტი წასულიყო?

- თავიდან გვითხრეს, რომ შეიძლებოდა ორი მონაწილე. ამისთვის მეორე ტური კიევში შედგა. ამ შიდაშესარჩევ ტურს იგორ კრუტოიც ესწრებოდა. სალომე და ნინი იმდენად განსხვავებული მომღერლები არიან, დარწმუნებული ვიყავი, ორივეს გაიყვანდნენ, ორივე კარგი ფერი იქნებოდა იმ კონკურსისთვის. მე ორივეს ავიყვანდი, მაგრამ იქ ქართული მხარე არ ჩარეულა, ჩვენ მაყურებელი ვიყავით მხოლოდ. იქ ქათამაძე კრუტოიმ აირჩია.

- რუსა, მიუხედავად იმ წარმატებისა, რასაც მიაღწიეთ, კრიტიკოსებიც გამოგიჩნდათ. ამბობენ, რომ სალომე უყურადღებოდ დატოვეთ, რომ მისი პროდიუსერი არ ზრუნავდა სალომეს პიარზე, იმიჯზე, რომ ნაციონალური ტურის სიმღერა შესაფერისად არ იყო შერჩეული.

- ვინ თქვა ეს?

- მაია ყიფიანმა ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში.

- მაია ყიფიანი ვინ არის?

- მუსიკალური პროდიუსერია.

- არ არის მუსიკალური პროდიუსერი. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მუსიკალური პროდიუსერი იყოს?!.. ასეთი სახელისა და გვარის მუსიკალურ პროდიუსერს მე არ ვიცნობ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება