მელანი გრიფიტი: "ჰოლივუდში მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი სხეული მოსწონთ"

მელანი გრიფიტი: "ჰოლივუდში მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი სხეული მოსწონთ"

56 წლის მსახიობი მელანი გრიფიტი ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორებს მსახიობთა ასაკის მიხედვით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჰოლივუდელ რეჟისორებსა და აგენტებს მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი სხეულის მქონე მსახიობები მოსწონთ. როგორც გრიფიტი ამბობს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასაკოვანი, ნაოჭიანი მსახიობებისთვის სცენარი არავის ემეტება. ვარსკვლავი ფიქრობს, რომ ჰოლივუდში 50 წლის ქალი აღარავის სჭირდება და მნიშვნელოვანი მხოლოდ ასაკია. მსახიობის თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 50 წლის ასაკში სცენარის წაკითხვა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა მოენატრებოდა.

"20, 30 წლის ასაკში ამ საკითხზე არ დავფიქრებულვარ. უცნაურია, მაგრამ ჰოლივუდში ახალგაზრდულ იერს მხოლოდ ქალებისგან მოითხოვენ. კინოთეატრში არ დავდივარ, რადგანაც საყურებლად საინტერესო ფილმები აღარ გადის", - განაცხადა მან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება