ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ავსტრალიაში გადასახლდა

 ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ავსტრალიაში გადასახლდა

ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ექვსშვილიანი ოჯახი პაპარაცებმა ავსტრალიაში დააფიქსირეს - ანჯელინა ბავშვებთან ერთად ავსტრალიაში ჩაფრინდა.

ოჯახი სიდნეიში ბრედ პიტის გარეშე გაემგზავრა. პიტი ამჟამად ახალი ფილმის - "მრისხანება" გადაღებებში მონაწილეობს. რეჟისორ დევიდ ეირის ფილმი მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკელ ტანკისტებზე მოგვითხრობს.

ანჯელინაც ავსტრალიაში სამუშაოდ ჩავიდა - მსახიობი სიდნეიში ფილმ "გაუტეხელს" იღებს. ჯოლი სურათის რეჟისორია. ავსტრალიაში იგი სამ თვეს გაატარეს, ამიტომაც ანჯელინასთან ერთად კონტინენტზე მისი ექვსივე შვილი ძიძებითა და მცველებით გადაბარგდა.

ოჯახმა შობამდე მდიდრული ვილა იქირავა, სადაც გადაღებების დასრულების შემდეგ ბრედ პიტიც ჩაფრინდება.

მიუხედავად ხანგრძლივი და დამქანცველი ფრენისა, 38 წლის ჯოლი აეროპორტში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ანჯელინა საყვარელ სტილში - თავიდან ფეხებამდე შავებში იყო შემოსილი. მსგავსი ჩაცმულობა ამშვენებდა ჯოლის უმცროს ქალიშვილს, ვივიენს. გოგონა თან ვარდისფერ ჩემოდანს დაათრევდა, რომელშიც, როგორც ჩანს, საყვარელი სათამაშოები ჩაალაგა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება