ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"

ნინი ცნობილაძე: "იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ მოგვიწევს"

ნინი ცნობილაძე მაყურებელმა ახლოს "ახალი ხმის" I სეზონიდან გაიცნო, ის ფინალში სალომე ქათამაძესთან დამარცხდა. ამჯერად ნინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტში ჩაერთო, დიდი ენთუზიაზმით გადის რეპეტიციებს და ახლა საზოგადოების გაკვირვებას ცეკვით აპირებს.

- ნინი, ვინ გადაწყვიტა, რომ "ცეკვავენ ვარსკვალავებში" მიგეღო მონაწილეობა?

- ეს ნოე სულაბერიძემ, პროექტის პროდიუსერმა გადაწყვიტა და დამიკავშირდა, მელაპარაკა. თავიდან ვფიქრობდი, დავთანხმებოდი თუ არა, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ სცენაზე გამოსვლით სცენასთან ურთიერთობის ახალი გამოცდილებას მივიღებდი, პლასტიკას დავხვეწავდი და თან, თუ გავიმარჯვებ კიდეც, ყველაზე კარგი ეს იქნება.

- "ახალ ხმაში" ფინალში მოხვდი. ამჯერად როგორ ფიქრობ, ფინალამდე მიხვალ?

- მოვხვდები თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალამდე მივიდე, თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც ხალხსა და მათ გადასაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

- როგოროც ვიცი, მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე გყავს. თავად თუ ცეკვავ?

- დიახ, ცეკვა გენეტიკაში მაქვს, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია. ბავშვობაში ცეკვაზე სიარულის სურვილი კი მქონდა, მაგრამ რატომღაც არასროს შემიყვანეს.

- რეპეტიციებზე რას ატყობ, გამოგდის?

- ქორეოგაფების აზრი ჩემზე გადმოცემით ვიცი. ამბობენ, რომ ცეკვა კარგად გამომდის, მაგრამ ჯერ ჩემი თავი შორიდან არ დამინახავს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, რომ კარგად ვცეკვავ. ყველაფერს ვაკეთებ. ბევრს ვმუშაობ. ისე, ვიცი, რომ შრომა შედეგს ყოვეთვის გამოიღებს. ალბათ, ჩემ შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნება. არ ვაპირებ, რომ ენერგია დავზოგო. 5 დღეა, რაც რეპეტიციები დავიწყეთ. ორ ნომერს წინასწარ გვამზადებინებენ. რეპეტიციის პროცესი მომწონს, ძალიან კარგი ქორეოგრაფები გვყავს, საყვარლები არიან, რომლებსაც დავუახლოვდი კიდეც. ამასთან, რეპეტიციებზე სიარულით ცოტას ვერთობი კიდეც, იქ ხან წავიქცევი და ვიღაც გაიცინებს...

- სიმღერაში როგორ მიდის საქმე?

- ვმუშაობ, ჩემს სიმღერებს ვაკეთებ და გაჩერებული ნამდვილად არ ვარ.

- მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მიეცი, როგორც იმ სტატიიდან შევიტყვე, თქვენ ახლო მეგობრები ხართ... გიორგი "ცეკვავენ ვარსკვლავების" II სეზონის გამარჯვებულია. რას გირჩია მან?

- კი, მეგობრები ვართ, მაგრამ მაგ ინტერვიუში ზედმეტი მოუვიდათ, როცა მე და გიორგი ახლო მეგობრებად გამოგვაცხადეს. ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. რაც შეეხება გიორგის, მან მირჩია და მითხრა, რომ ბევრი უნდა ვიმუშავო, ეს ყველაფერი ცოტათი დამღლის კიდეც, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყო.

- რომ მოიგო ეს კონკურსი?

- ძალიან მაგარი იქნება.

- შენს კონკურენტებს, 13-ივე მონაწილეს იცნობ?

- ზოგიერთს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ყველას გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი.

- ამბობენ, რომ III სეზონის კონკურსანტები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არიან...

- თავიდან ასე ხდება ხოლმე და მერე იძაბება სიტუაცია. ეს კონკურსმა მასწავლა (სიცილით ამბობს). იმედია, იატაკზე ერთმანეთისთვის ზეთის დასხმა არ წავა... მაინც კონკურსია, ხომ იცით... თუმცა, ვნახოთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება