ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ გაზეთში - "კოპეისკი რაბოჩი" ("Копейский рабочий",) უნიკალური ფოტოები გამოჩნდა.  ფოტოებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს აღნიშნული გამოცემა უჭირავთ ხელში და ისე პოზირებენ.  ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

გაზეთისთვის ფოტო გადაიღეს: ბრუს ვილისმა, ანჯელინა ჯოლიმ, ლეონარდო დიკაპრიომ, ტომ ჰენკსმა, სტივენ სპილბერგმა, რიჩარდ გირმა, ჯონი დეპმა, მეთ დეიმონმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ჰარისონ ფორდმა, დენზელ ვოშინგტონმა, ემა უოტსონმა, კეიტ უინსლეტმა, ნაომი უოტსმა, კეიტ ჰადსონმა, ამანდა სეიფრიდმა და ჰელენ მირენმა.

გამოცემის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ფოტოები ფოტოშოპში დამუშავებული არ არის.

უჩვეულო ფოტოების ავტორები,  კოპეისკის ყოფილი მკვიდრი და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მარგარიტა და მისი მეუღლე, ჯეკ ტიუკსებერი არიან. ტიუკსებერი "დიდი გეთსბისა" და"კერკეტი კაკალი 5"- ის პროდუსერია. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყოველი შეხვედრისას გაზეთით ხელში ერთი ფოტოს გადაღებას სთავაზობდნენ.

"ჩვენ,  მარგარიტასა და მის მეუღლესთან შეთანხმება  გვაქვს და ყოველწლიურად ვაქვეყნებთ მსოფლიო კინოპრემიერების ანონსებს. ერთ დროს თითო ანონსის გაშვებაში 200 დოლარსაც კი ვიღებდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ფოტოების გამოგზავნა, რომელზეც ვარსკვლავებს ჩვენი გაზეთი უჭირავთ ხელში, უარი ვთქვით მათგან თანხა მიგვეღო. ის ვარსკვლავები, ვინც გაზეთის თანხლებით ფოტოს გადაღებაზე დათანხმდა, მხიარული ხალხია, რომელთაც იუმორის გრძნობა აქვთ. ეს მათთვის მხოლოდ გართობაა, როგორც ჩანს, მათ აღარ აინტერესებთ ცნობილი ქალაქური გამოცემებისთვის პოზირება,"- აცხადებს რეგიონული გაზეთის მთავარი რედაქტორი დიმიტრი სოგრინი.

მთავარი რედაქტორის თქმით, თავდაპირველად გაზეთით ხელში ფოტოს გადაღებაზე ჯონი დეპი 2009 წელს დათანხმდა. მას შემდეგ ასეთი ფოტოებით კოლექცია 4 წლის განმავლობაში მდიდრდებოდა.  გამოცემამ ფოტოები მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა და შედეგად ის მიიღო, რომ დახლებზე გაზეთის არცერთი ეგზემპლარი აღარ დარჩა.

ადრე ვარსკვლავების ფოტოები აშშ-დან მოკლე ანონსების თანხლებით იგზავნებოდა, ახლა კი ამ ფოტოებს ინტერვიუც მოყვა. ამ ფაქტმა გამოცემა უჩვეულო პრობლემის წინაშე დააყენა -  გაზეთი ეძებს თარჯიმანს, რომელიც ვარსკვლავებთან ინტერვიუებს გადათარგმნის. ამ მიზნით კონკურსიც გამოცხადდა. გაზეთს ნაომი უოტსთან, ვენ დიზელთან, შერონ სტოუნთან და სანდრა ბალოკთან  ინტერვიუები, სპეციალურმა კორესპონდენტმა ალი სარმა გამოუგზავნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება