ვალერი მელაძე - ”ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი”

 ვალერი მელაძე - ”ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი”

მომღერალმა ვალერი მელაძემ ჟურნალისტებთან თავისი 9 წლის შვილის, კონსტანტინეს აღზრდის შესახებ ისაუბრა. ვაჟი მელაძეს "ვია-გრას" ყოფილი სოლისტისგან, ალბინა ჯანაბაევასგან ჰყავს.

"ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ამ შემთხვევაში არა მარტო უნდა ელაპარაკო, არამედ უნდა მოიქცე კიდეც როგორც ნამდვილი მამაკაცი. ცხოვრებაც აჩვენებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცუდი მამა არ ვარ. ჩემი შვილები სიცოცხლეზე მეტად მიყვარს",- განაცხადა მელაძემ უკრაინულ ТСН-თან ინტერვიუში.

თუმცა, მომღერალმა უარი თქვა ოჯახური ცხოვრების დეტალების გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე.

ვაჟის გარდა, 48 წლის ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება