კიმ კარდაშიანმა პარიზის მოდის კვირეული ფუმფულა სხეულით დააბნია

კიმ კარდაშიანმა პარიზის მოდის კვირეული ფუმფულა სხეულით დააბნია

რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელმაც ახლახან ქალიშვილი გააჩინა, საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. საყვარელთან, რეპერ კენი უესტთან ერთად კარდაშიანი  პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მოდის სახლ Givenchy-ის ჩვენებას დაესწრო. ახალგაზრდა დედა ყურადღების ცენტრში მოექცა: მაყურებლები, გამხდარ მოდელებზე მეტად მის ფუმფულა ფორმებს ათვალიერებდნენ, რომელთაც კარდაშიანმა საკმაოდ ამოღებული კაბით გაუსვა ხაზი.

ორსულობის დროს კიმმა საკმაოდ მოიმატა და როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაკლებას ვერ ახერხებს. გამხდარი რომ გამოჩენილიყო, შავი ფერის ტანსაცმელი აირჩია. მაგრამ მოტკეცილი კაბა არათუ მალავდა, პირიქით, ხაზს უსვამდა კარდაშიანის ჭარბწონიანობას.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება