ჯულიანა მურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჯულიანა მურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

მსახიობ ჯულიანა მურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს იმას მოწმობს, რომ ვარსკვლავის მფლობელმა გასართობ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხეივანში 2500-ზე მეტი ვარსკვლავია.

გახსნის ცენემონიაზე ჯულიანამ ყვითელი ელეგანტური კაბა მოირგო, რომელიც მის ჟღალ თმას შესანიშნავად გამოკვეთდა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას შოუბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

ჯულიანა მური "ოსკარის" ოთხგზის ნომინატი, "ემის", "ოქროს გლობუსისა" და ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალების პრემიების მფლობელია.

მომზადებულია All Over Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება