ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპები შეეძინათ

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპები შეეძინათ

რუს მომღერალ ალა პუგაჩოვასა და მის მეუღლეს - იუმორისტ მაქსიმ გალკინს სუროგატმა დედამ ტყუპები - ქალ-ვაჟი გაუჩინა. ახალი ამბავი პრესას მუშებმა შეატყობინეს, რომლებმაც მომღერლის აგარაკზე საბავშვო ოთახი გაარემონტეს.

იმის შესახებ, რომ 64 წლის მომღერალი და 37 წლის შოუმენი ტყუპებს ელოდნენ, მეუღლეების მხოლოდ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ - მომღერლის ქალიშვილმა კრისტინა ორბაკაიტემ, მაქსიმის ძმამ - დმიტრიმ და ოჯახის მეგობარმა ალინა რედელმა.

პუგაჩოვასა და გალკინის გარემოცვამ ბავშვების დაბადების შესახებ მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას შეიტყო, როდესაც მეუღლეებმა სტუმრები საზეიმო ვახშამზე მიიწვიეს. ტყუპებს სამეფო სახელები - ჰარი და ელისაბედი დაარქვეს.

ალა და მაქსიმი ერთად უკვე 12 წელია არიან. სხვადასხვა ინტერვიუებში მომღერალმა და შოუმენმა აღიარეს, რომ სუროგატ დედობაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. "სუროგატ დედობასთან ბრძოლა საზოგადოების უცოდინრობის შედეგია",- განაცხადა გალკინმა.

"რა თქმა უნდა, ოჯახში მატება ჩემთვის საიდუმლო არ ყოფილა. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ეს ხომ ღვთის ნებაა, ბოლომდე არასდროს არაფერი იცი! ემოციები? რა თქმა უნდა, დედისა და მაქსიმის გამო ბედნიერი ვარ. ეს სასიხარულო მოვლენაა მათი და ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. და განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ჩემს მაგალითს მიბაძეს",- განაცხადა ორბაკაიტემ, რომელმაც ახლახან თავადაც გააჩინა ბავშვი. 

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება