ვინ სთავაზობდა ირინა შეიკს და რონალდოს სიღნაღში ჯვრის დაწერას

ვინ სთავაზობდა ირინა შეიკს და რონალდოს სიღნაღში ჯვრის დაწერას

Kvirispalitra.ge-ს ექსკლუზივი

გასულ ზაფხულს თბილისს ცნობილი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო და მისი მეგობარი მოდელი ირინა შეიკი სტუმრობდნენ. ისინი თბილისის და მოსკოვის ,,დინამოების" ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ. კრისტიანო საქართველოში ირინა შეიკის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, თავად ირინა კი, დიდი ხანია, ქართულ სამზარეულოზეა შეყვარებული. მას ქართველი მეგობარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფია ქართულ სადილებს ხშირად თავადვე უმზადებს. "კვირის პალიტრა" მამუკა ფიფიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

მამუკა ფიფია:

-როგორ გაიცანით ირინა შეიკი?

-ირა გავიცანი მოსკოვში. 2006 წელს ,,მის ჩელიაბინსკი" გახდა. ცოტა ხანი იქ მუშაობდა. მერე მოსკოვში ჩამოვიდა. აქ რომ დაინახეს, ყველა სააგენტო გაგიჟდა, ისე მოეწონათ. სწორედ მაშინ დავმეგობრდით.

-მას შემდეგ თქვენთან და თქვენს მეუღლესთან მეგობრობს?

-დიახ. ჩვენ ვმეგობრობთ, იმიტომ რომ მას აქვს ვაჟკაცური თვისებები. თუმცა, ირა და ჩემი მეუღლე მაკა უფრო მეგობრობენ, ერთმანეთთან ყოველთვის ,,ხაზზე" არიან.

-როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ცხოვრებაში, მეგობრებთან და როგორ ატარებს დროს?

-ცხოვრებაში ისეთივე ლამაზია, როგორიც ჟურნალსა და ტელეეკრანზე. რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ერთგული მეგობარი და უბრალო გოგონაა. როდესაც ერთად ვიკრიბებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაგრად ვერთობით. მაგალითად, ბოლოს მადრიდში რონალდოს დაბადების დღეზე ვიყავით. დიდებულად მიმიღეს, კარგი პატივი მცეს. ღამე მომშივდა, ორი თუ სამი საათი იყო, ყველას ეძინა. რონალდომ მაცივარი გააღო და ვივახშმეთ.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება