სალომე ქათამაძემ "უნივერსალ-სტუდიაში" სინგლი ჩაწერა

სალომე ქათამაძემ "უნივერსალ-სტუდიაში" სინგლი ჩაწერა

"ახალი ხმის" I სეზონის გამარჯვებული სალომე ქათამაძე სხვა პრიზებთან ერთად, "უნივერსალ-სტუდიაში" სინგლის ჩაწერით დასაჩუქრდა. ცოტა ხნის წინ სალომე და "ახალი ხმის" აღმასრულებელი პროდიუსერი დავით იმედაშვილი ამერიკიდან დაბრუნდნენ. "ამბები.გე" დავით იმედაშვილს დაუკავშირდა.

- სალომეს, როგორც "ახალი ხმის" I სეზონის გამარჯვებულს, გარდა სხვა პრიზებისა, ერთ-ერთ მთავარ პრიზად სინგლის ჩაწერა ერგო, რომელიც "იუნივერსალის" ეგიდით ხორციელდებოდა. I სეზონზე ჩვენი სპონსორი "ჯეოსელი" იყო და მან დააფინანსა სალომეს ჰოლივუდში მოგზაურობა. სწორედ ამის გამო ვიყავით იქ. ასევე ვიყავით "იუნივერსალ-სტუდიაში". სალომეს მიეცა საშუალება, რამდენიმე კლუბშიც ემღერა და საკუთარი შემოქმედება და შესაძლებლობები ადამიანებისთვის გაეცნო.

- ჰოლივუდში მოგზაურობა საინტერესო იქნებოდა. როგორი განრიგი გქონდათ?

- ძირითადად გაცნობითი ხასიათის განრიგი გვქონდა. ჰოლივუდი რთული კონსტრუქციის ლოკაციაა...

საერთოდ, ვისურვებდი, რომ ქართველი შემოქმედი ადამიანები ჩვენი ბაზრის სიმწირის გამო, კარიერის ასაწყობად რუსეთში კი არ მიდიოდნენ, არამედ დასავლეთში... გარდა ამისა, ყოველთვის შევეცდები ქართველ მომღერლებს მაქიმალურად მეტი შეხების წერტილი ჰქონდეთ დასავლეთთან...

- ამერიკაში რამდენი დღე იყავით?

- ერთი კვირა დავყავით იქ... რაც შეეხება სინგლს, ის ჩაწერილია, ინგლისურ ენაზე ჩაიწერა და ძალიან მალე გამოვა...

- "ახალი ხმის" II სეზონი ძალიან დაძაბულად დაიწყო. განსაკუთრებით აქტიურობენ მწვრთნელები, რაც შოუს ნაწილია თუ მათი ემოციურობის შედეგი?

- შოუს ნაწილიც არის და ტემპერატურაც თანდათან მატულობს. ეს კონკურსი აქამდე დათო ფორჩხიძეს აქვს მოგებული. ალბათ მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ გამარჯვება მათთვისაც ხელმისაწვდომია და ამისთვის იბრძვიან...

- როგორც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი, რა შეფასებას მისცემთ ეპიზოდს, რომელიც მაია დარსმელიძესა და დათო ფორჩხიძეს შორის მოხდა? რაც სტუდიას გასცდა და სოცილაურ ქსელსა თუ ამა თუ იმ ბეჭდურ გამოცემაში ეპისტოლარული ფორმით გაგრძელდა?

- მე რომ მათ ადგილზე ვიყო, იმ ორთაბრძოლას სტუდიის გარეთ, ასე არ გადმოვიტანდი, მაგრამ მათ თავისუფლება აქვთ მინიჭებული და შეუძლიათ, ასეთი ფორმითაც იბრძოლონ. თუმცა ძირითადად ბრძოლა სცენაზე უნდა ხდებდეს.

- ე.ი. პროექტის ორგანიზატორები გარკვეულ მითითებებს არ აძლევთ მათ? თუ ეს არ შედის თქვენს ფუნქციაში?

- შედის და რაღაც ზღვარი არის კიდეც, რასაც დაპირისპირება არ უნდა გასცდეს და რეალურად არც გასცდენია, რადგანაც საბოლოო ჯამში ყველაფერი ხუმრობაში გადის ხოლმე. ნუ დაგვავიწყდება, რომ დარბაზში მაყურებელი ზის და გარდა არჩვეულებრივი ნომრების მოსმენისა, ისინი ასევე არაჩვეულებრივ ორთაბრძოლებს უყურებენ. ამ სეზონზე ისე მოხდა, რომ მონაწილეების არჩევანი არ იყო შესაბამისად გადანაწილებული, რამაც დიდი დაძაბულობა გამოიწვია, რაც კარგია!

- რას ნიშნავს თქვენთვის ზოგადად ეს პროექტი და რას ელით მისგან?

- პროფესიით მუსიკოსი არ გახლავართ, რომ რაღაცები პროფესიულად და კონკრეტულად შევაფასო, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ "ახალმა ხმამ" ქართულ მუსიკალურ ტელე-შოუებში სხვა მუსიკალური "ველი" შექმნა. ახლა პირველ არაჩვეულებრივ სეზონს ვაგრძელებთ. ჩავატარეთ საბავშვო კონკურსიც, რომელიც აგრეთვე შესანიშნავი აღმოჩნდა, - მასობრივად საუკეთესო ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოდიან და მათი ნაკადი არ მთავრდება. ბრძოლა ყოველ მეორეს შეუძლია. რომ ნახოთ, თითოეული ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! პროექტში მოხვედრის შემდეგ მონაცემებისა და ნიჭის მიხედვით როგორ იზრდება, გაოცდებით. საუკეთესო შედეგი აქვთ.

- მერე რა? ამ ბავშვებს შემდგომ შემოქმედებითად რა პერსპექტივა აქვთ?

- ასე შეგვიძლია, ვთქვათ ყველა მუსიკალურ პროექტზე, რაც საქართველოში ტარდება. ზოგადად ქართული მუსიკალური ბაზარი პატარაა და რეალურად შემოქმედებითი პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყიდვა ჭირს...

ისე, გეთანხმებით, გამარჯვებულს გარდა პრიზისა, დიდი კარიერული წინსვლა არ აქვს. ამიტომ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი, ჩვენი მომღელები ბევრად მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე ზოგადად რუსული ესტრადაა და ამიტომ მათი გასვლა რუსულ ბაზარზე არ არის პროგრესული და სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს მათი იქითკენ ლტოლვა, თუმცა ყველას თავის საქმე აქვს, რაც ჩემი საქმე არა არის, მაგრამ მგონია, რომ დასავლეთისკენ მეტი შანსები აქვთ. მესმის, რომ არსებობს გარკვეული ბარიერები, მათ შორის მენტალურიც, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გადალახოს ის?

- გადალახა სალომემ და ახლა რა პერსპექტივა აქვს მას?

- აშშ არც საქართველოა და არც რუსეთი. იქ არ გჭირდება და არ არის აუცილებელი ვინმეს მფარველობა. თუ იშრომებ და ეცდები, დაგინახონ, დაგინახავენ. სალომეს ”ვოისის” გამარჯვებულია და გზა გაეხსნა თუნდაც იმიტომ, რომ ვიზა აქვს და როცა მოუნდება, შეუძლია, შეერთებულ შტატებში ჩავიდეს. მას უკვე ბევრი კომპონენტი აქვს იმისთვის, რომ კომუნიკაცია დაიწყოს და ახალი რაღაც შექმნას, რითაც საინტერესო გახდება.

- ამერიკაში ვიზიტისას რაიმე წინადადება, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ მიიღო?

- გაცნობითი ხასიათის ვიზიტი იყო და სალომეს მონაცემები ყველას ძალიან მოეწონა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იყოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება