ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება

ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება

ქართველი კომპოზიტორი ლევან ბაშარული გერმანიაში ცხოვრობს. ის კომპოზიციებს, ძირითადად, ფილმებისთვის ქმნის. საქართველოში, როგორც რეჟისორს, ნაკლებად იცნობენ, ამიტომ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ძირითადად, გერმანული პროექტებიდან აქვს... ლევანი გახლავთ გიორგი აბაშიშვილის ფილმის, "ყველაფერი ადამიანებზე" მუსიკის შემქმნელიც, რომელიც სიუჟეტს ორგანულად ერწყმის...

- დიდი ხანია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ?

- საქართველოდან 2008 წელს წამოვედი, 2 კვირის შემდეგ კი ომი დაიწყო. მანამდე მიუნხენში, მასტერკლასზე ვიყავი ჩამოსული და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სწავლა ბერლინში გამეგრძელებინა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ერთი წელი რუსთავის თეატრში, კომპოზიტორად ვიმუშავე და კომპოზიცია ორი სპექტაკლისთვის შევქმენი. მერე გადავწყვიტე, საკუთარი ძალები კინოშიც მომესინჯა და გერმანიაში სწორედ ამ მიზნით წამოვედი.

- მაშინ ალბათ, საქართველოში ფილმები არც იქმნებოდა...

- მართლაც, იმ პერიოდში იშვიათად იღებდნენ ფილმს. გერმანიაში ჩამოსულს, მაშინვე სწავლა არ დამიწყია; გამოცდები ვერ ჩავაბარე, რადგან აქ სულ სხვა მოთხოვნები წამომიყენეს. გერმანიაში კომპოზიტორს ბევრად ფართო თვალსაწიერსა და ცოდნას სთხოვენ, ვიდრე ეს საქართველოში მოეთხოვებათ. საბედნიეროდ, უკვე სტუდენტი ვარ (სწავლას ერთ წელიწადში დავასრულებ) და პარალელურად, ვმუშაობ კიდეც.

- მუსიკას მხოლოდ კინოფილმებისთვის ქმნით?

- დაიხ, ჩემი სპეციალობა ეს არის - კინოკომპოზიციაზე ვსწავლობ. პირველად კომპოზიცია მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დავწერე. შემდეგ გიორგი აბაშიშვილი დამიკავშირდა და თავისი ნამუშევრისთვის მუსიკის შექმნა შემომთავაზა. ამ ფილმის გადაღება ცოტა არ იყოს, დროში გაიწელა - სიუჟეტისთვის წელიწადის ოთხივე დრო გახლდათ საჭირო. გადაღებების პროცესში კიდევ ერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, რაც მართლაც მოულოდნელი იყო: გერმანიაში რთულია შეკვეთა დაიმსახურო, მით უმეტეს - სტუდენტმა კომპოზიტორმა.

- თქვენ, ვინ და რა შეგიკვეთათ?

- ეს შეკვეთა გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიიდან - "ცედეეფი" მივიღე. ამ არხის დაკვეთით გადაიღეს ფილმი - "ნემეც". ეს ნამუშევარი ზუსტად იმ პრობლემატიკას ეხება, რაც ჩემთვის და ყველა იმ უცხოელი სტუდენტისა თუ ემიგრანტისთვის ნაცნობია, ვინც თავის სამშობლოში არ იმყოფება: როცა სხვა ქვეყანაში ხანგრძლივი დროით რჩები და მერე შენს სამშობლოში ბრუნდები, ხვდები, რომ აღარ ხარ საკუთარი ქვეყნის ნამდვილი შვილი! ფილმის მთავარი გმირი რუსეთში გერმანელად გრძნობს თავს და გერმანიაში - რუსად. მართლაც, საინტერესო ფილმია და წარდგენილია 2013 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე; მას გაიტანენ სხვადასხვა სერიოზულ საერთაშორისო კინოფესტივალზე...

- ამ ფილმისთვის თქვენ მიერ შექმნილ კომპოზიციას თუ ჰქონდა რაიმე სახის გამოხმაურება?

- ეს კომპოზიცია არც ერთ ფესტივალზე არ დამირეგისტრირებია. ზოგადად, არ მიყვარს კონკურსები. თუმცა, სწორედ დღეს დამირეკა რეჟისორმა და მითხრა, რომ თავად აპირებს კომპოზიციის დარეგისტრირებას რომელიღაც კონკურსზე. ვნახოთ, რა გამოვა...

- მხოლოდ კომპოზიციებს ქმნით, თუ სიმღერებსაც წერთ?

- ნინი წიკლაური ჩემი მეგობარია. მისთვის დავწერე ორი სიმღერა, მაგრამ რამდენიმე რადიოტალღამ უარი თქვა მათ გაჟღერებაზე. ალბათ იმიტომ, რომ ინგლისურენოვანია. ვიდრე საქართველოდან წამოვიდოდი, სიმღერებს ვწერდი, მაგრამ ჩემ მიმართ დაინტერესება ვერ ვიგრძენი. ჩემი სიმღერების ჟანრი როკბალადა იყო.

- საინტერესოა, რა აზრის ხართ ზოგადად, ქართული კინომუსიკის შესახებ?

- ყოველთვის ვადევნებ თვალყურს, თუ რა ხდება ქართულ კინოსივრცეში. კარგია, რომ ფილმების გადაღება ინტენსიურად დაიწყო. ალბათ ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფაქტობრივად, კინომუსიკა არ იქმნება...

- მაშინ რა არის ის, რაც ახალ ფილმებში ჟღერს ხოლმე?

- ეს უბრალოდ, ფილმზე დადებული მუსიკაა და რა თქმა უნდა, არ არის ორგანული. გარდა ამისა, ახალი ნაწარმოები კი არ იწერება, არამედ უკვე არსებულ კომპოზიციებს იყენებენ. სამწუხაროდ, ქართველ რეჟისორებთან ურთიერთობა არ მიწევს. ისინი არც მიცნობენ - 23 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წამოვედი.

- ამჟამად რაიმე პროექტზე მუშაობთ?

- ნოემბრიდან გერმანულენოვან მიუზიკლზე ვიწყებ მუშაობას. ჩემი ძალიან ბევრი სიმღერა, იქნება ეს საესტრადო თუ ბალადა, ამ მიუზიკლში მოიყრის თავს. ასევე, დაიწერება ახალი კომპოზიციებიც.

- "ყველაფერი ადამიანებზე" - რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფილმში გამოყენებული კომპოზიციის წარმატებაზე?

- რამდენიმე დღეში ფილმის პრემიერა მიუნხენში გაიმართება. ეს იქნება ფილმის ბოლო ჩვენება მანამ, ვიდრე ფესტივალებზე არ გავა. მოთხოვნის შესაბამისად, გაჩნდა იდეა, ფილმის კომპოზიციის დისკი გამოიცეს და ვაპირებთ, ეს იდეა განვახორციელოთ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება