მიზეზი, რის გამოც იულია ქავთარაძემ პროექტი დატოვა (ექსკლუზივი)

მიზეზი, რის გამოც იულია ქავთარაძემ პროექტი დატოვა (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III ტური, ორიგინალურად იყო ჩაფიქრებული, - საკონკურსო წყვილებს ცნობილი ადამიანები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსანტების უმრავლესობა ჟიურის მაღალ შეფასებასაც იმსახურებს, მაგრამ ხშირად ჟიურის მაღალი ქულები, ესემეს შედეგებს არ ემთხვევა.

დიახ, ერთ-ერთი ლიდერი წყვილი - იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი III ტურზე პროექტს გამოეთიშნენ.

დასანანია, როდესაც ასეთი კონკურსანტები პროექტს ადრე ტოვებენ. თითოეულთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ, სატელეფონო ზარს არც ერთი პასუხობს. სამაგიეროდ, გვიპასუხა პროექტის პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ:

- გულდაწყვეტილი ვარ, რომ ამ წყვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა. როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში დიდი ამბავი თუ პანიკაა ატეხილი, - პროექტი ამ წყვილმა როგორ დატოვაო.

მესმის, რომ გული წყდებათ, მაგრამ სოციალურ ქსელში ახლა რომ აქტიურობენ, გუშინ რომ ეაქტიურათ და თითოეულს, თითო ესემესი გაეგზავნა, ახლა ისინი პროექტში იქნებოდნენ.

- შენ ხარ ის ადამიანი, ვინც იულია პროექტში მონაწილეობაზე დაითანხმე. ხომ არ იცი, მას ახლა რა გეგმები აქვს?

- გუშინდელის მერე ჯერ არ მილაპარაკია და არაფერი ვიცი. ვიმეორებ, გული მწყდება იმაზე, რომ ასე ადრე დატოვა პროექტი, რადგანაც მგონია, რომ კარგად ცეკვავს და მიმაჩნია, რომ შოუში უნდა ყოფილიყო. მაგრამ რა ვქნათ, ფორმატი ისეთია, რომ ესემესებზეა დამოკიდებული.

ლალი ფაცია

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება