შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა

 შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა

"მინდა, მცირე დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს, თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება აღნიშნულ მოხუცთა სახლში. გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, შეიძინეთ ნივთები, ერთად დავეხმაროთ მათ", - ეს პოსტი მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა გასულ კვირას, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა და მისთვის საყვარელი 64 ნივთის ფოტოც დაურთო. ქველმოქმედების ასეთ ფორმას ცნობილი ადამიანები საზღვარგარეთ ხშირად მიმართავენ, საქართველოში კი ეს ნამდვილად სიახლეა.

- შორენა, შენი წინადადება საზოგადოებამ როგორ მიიღო?

- ქილიკი დაიწყეს, - ესეც მადონა არ გვყავდესო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, ადამიანებს დავეხმარო. იდეა ერთ-ერთი რუსული სატელევიზიო სიუჟეტის ნახვის შემდეგ გამიჩნდა და მოხუცთა დასახმარებლად ქველმოქმედების ეს ფორმა შევარჩიე. კომპიუტერთან სულ ზის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას - ესა თუ ის ნივთი როგორ მდგომარეობაშია, როგორ შეუძლიათ შეიძინონ და ა.შ. იმედი მაქვს, იდეა გაამართლებს. მიხარია, რამდენიმე ნივთი უკვე გაიყიდა. თითოეული მათგანი ჩემთვის მართლა ძვირფასია და მათ მომავალშიც გამოვიყენებდი.

- ნივთებს მიამატებ? გარკვეული ხნის შემდეგ ხომ არ გაიმეორებ ქველმოქმედებას?

- არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად გაამართლებს და შესაძლოა, გავიმეორო კიდეც.

- თემქის მოხუცებულთა პანსიონატი რა ნიშნით შეარჩიე?

- განსაკუთრებული კრიტერიუმით არ შემიფასებია. ამ პანსიონატში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცი, იქ როგორი მდგომარეობაა. მოხუცებს ჩვენი დახმარება და მზრუნველობა სჭირდებათ. მინდა, ეს ზამთარი თბილად გაატარონ.

- აქამდე ვინმეს დახმარებიხარ?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირველი აქტიურობა არ არის, მაგრამ სიკეთეზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. აქამდე ამას ჩუმად, ფულადი დახმარების სახით ვაკეთებდი და აფიშირებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი... ახლა, როცა დახმარების ფორმა შევცვალე, ცუდ კომენტარებს მწერენ. ვერ გამიგია, რატომ მლანძღავენ? რა, ცუდ საქმეს ვაკეთებ?

- არ მახსენდება, საქართველოში მსგავსი რამ მომხდარიყოს. როგორ ფიქრობ, სხვა ცნობილები მოგბაძავენ?

- ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილია. ქველმოქმედებაში რაც უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვება, უკეთესი იქნება.

- შენი კოლეგებიდან, მეგობრებიდან ვინმე გამოგეხმაურა?

- მითხრეს, რომ რომელიმე ნივთს შეიძენენ და ამით მხარში ამომიდგებიან.

- ფასები გადახდილ თანხასთან შედარებით დაბალია?

- ძალიან დაბალია. თითოეულ ნივთში გაცილებით მეტია გადახდილი. ზოგიერთი ნივთი ექსკლუზივია, ზოგიერთი სასცენო კაბა კი ჩემი გემოვნებით არის შეკერილი. ტანსაცმლის ფასი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.

- ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტის სამეულია. ეს სამკაული 7.000 დოლარად გაქვს შეფასებული.

- ეს ექსკლუზიური ნაკეთობაა, სპეციალურად ჩემთვის არის დამზადებული. ჯერ მყიდველი არ გამოუჩნდა.

- სოციალურ ქსელში დაწერეს, რომელიმე თაყვანისმცემლისგან ექნება ნაჩუქარი და ახლა, მასზე გაბრაზებული, ყიდისო.

- ათას სისულელეს წერენ და ყველას პასუხს ვერ გავცემ. ბრილიანტი ზედმეტი არავისთვის არის. მისი თავიდან მოშორება რომ მნდომოდა, ამას ძალიან მარტივად მოვახერხებდი, ნებისმიერ წუთს გავყიდდი. არც "ჰერმესის" ჩანთაა ჩემთვის ზედმეტი, მაგრამ ვყიდი.

- 10.000 დოლარად.

- ამ იდეის გამო, ბევრი დაცინვაც მივიღე. ზოგი მწერს: მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსენი? თანხის რა ნაწილს დაიტოვებო? მინდა, ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა: თითოეულ ნივთს აწერია ღირებულება და თუ ასე ძალიან აინტერესებთ, შეკრიბონ და იმ თანხას შეადარონ, რომელსაც მე მოხუცებს გადავურიცხავ. გაყიდულ ნივთებს ეწერება, რომ გაყიდულია. უსაქმური ადამიანების კრიტიკაზე არ ვნერვიულობ. მათთვის დროის დაკარგვა არ ღირს. არ მომწონს, რომ ბოღმაში იხრჩობიან. მე მაინც, ყველას ბედნიერებას ვუსურვებ! მთავარია, ყველაფერი გაიყიდოს და მოხუცები გავახარო. თავად ეს ამბავი იციან და სულმოუთქმელად ელოდებიან.

- გასაყიდად გამოტანილი ნივთების ჯამური ღირებულება რამდენია?

- 20.000 დოლარი.

- აქტუალურობას არ კარგავ. შენს პირად ცხოვრებაზეც მითქმა-მოთქმა არ წყდება. ახლა შენი და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის რომანზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ მისმა მეუღლემ მანქანის მინა ჩაგიმსხვრია.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. საქართველოში ცნობილი ადამიანის პირადი ამბები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე მის მიერ გაკეთებული საქმე. იმასაც ამბობდნენ, შორენა ფეხმძიმედ არისო. მინდა, ამ ქველმოქმედების შესახებ ისე სწრაფად გავრცელდეს ინფორმაცია, როგორც ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გავრცელდა. ეს ნივთები რაც უფრო მალე გაიყიდება, მოხუცებისთვის უკეთესი იქნება.

- შენს შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე არ არის?

- გასულ ზაფხულს რამდენიმე პროექტიდან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და უარი ვთქვი. ჩემი გადაღება 2 სერიალში უნდოდათ: ერთი ქართული იყო, მეორე - უცხოური.

- უარი რატომ თქვი? საქართველოში მსახიობები როლებით განებივრებულები არ არიან.

- ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვმუშაობ. დასვენების დღე საერთოდ არ მქონდა, ძალიან გადავიღალე და საჭიროდ ჩავთვალე, განტვირთვა მომეწყო - შვილთან ერთად დავისვენე. ახლა საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თუ მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება