ალენ დელონი: "კაცი იმისთვის იბადება, რომ ქალი უყვარდეს და არა კაცებს ეფლირტავოს"

ალენ დელონი: "კაცი იმისთვის იბადება, რომ ქალი უყვარდეს და არა კაცებს ეფლირტავოს"

77 წლის ცოცხალმა ლეგენდამ და უამრავი ქალის გულთამპყრობელმა, ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა France 2-თან ინტერვიუში ერთსქესიან ქორწინებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იყო გეი, ნიშნავს, ბუნების წინააღმდეგ წახვიდე. მსახიობის აზრით, ისეთი ლამაზი არსება, როგორიც ქალია, იმისთვის იბადება, რომ ის კაცს უყვარდეს.

"ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ქალები გვიყვარდეს, ვეარშიყოთ და არა კაცებს ვეფლირტავოთ. გეი ქორწინების წინააღმდეგ არ გამოვდივარ და არც არავის ვკიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ შვილის აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მსახიობმა France 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია pinknews.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება