ყველაზე სექსუალური წყვილების რეიტინგში იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი ლიდერობენ

ყველაზე სექსუალური წყვილების რეიტინგში იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი ლიდერობენ

რომელია "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე სექსუალური წყვილი? - ამ კითხვით "ამბები.ge"-მ მკითხველს 4 დღის წინ მიმართა. გამოკითხვას, რომლის ხანგრძლივობა ორი კვირაა, ამ დროისათვის საიტის 4 200-ზე მეტი მკითხველი გამოეხმაურა. "ამბები.ge"-ს გადაწყვეტილებით, მკითხველს შეუძლია ხმა მისცეს არა მხოლოდ შოუში დარჩენილ მონაწილეებს, არამედ მათაც, ვინც უკვე დატოვა გადაცემა.

გამოკითხვის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი საიტის მკითხველის აშკარა ფავორიტად იულია ქავთარაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი გამოიკვეთა. მათ მიმდინარე გამოკითხვაში მხარს 1664 მკითხველი უჭერს.

მეგაშოუს სხვა მონაწილეებიდან, ამ დროისათვის, მეორე-მესამე ადგილს გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გრანის და სალომე ჭაჭუასა და ანატოლი ბოისას წყვილები იკავებენ, თუმცა ორივე მათგან ბევრად ჩამოუვარდება გამოკითხულთა მთავარ ფავორიტ წყვილს.

გამოკითხვა გრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება 9 ნოემბრამდე შეგიძლიათ.

გამოკითხვაში მონაწილეობისთვის გადადით ხმის მიცემისთვის განკუთვნილ ამ გვერდზე

"ამბები.ge" მადლობას გიხდით ინტერაქციისთვის!

გირჩევთ, იხილოთ - ფოტოგალერეა: "ცეკვავენ ვარსკვლავების" სრული შემადგენლობა - საუკეთესო ფოტოკადრები მეგაშოუდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება