გერმანიაში ნაცისტების მიტაცებული 1500 ტილო იპოვეს

გერმანიაში ნაცისტების მიტაცებული 1500 ტილო იპოვეს

მიუნხენში, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მიტაცებულ 1500 ტილოს მიაგნეს. ნამუშევრებს შორის პიკასოს და მატისის ნახატებიცაა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

სურათების საერთო ღირებულება, დაახლოებით 1 მლრდ ევროა. ნამუშევრები კოლექციონერის შვილის ბინაში აღმოაჩინეს. კოლექციონერმა ნახატები 1930-1950 წლებში შეიძინა.

მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს ნაცისტები ხელოვნების ნიმუშებს ხშირად ითვისებდნენ. ისინი ებრაელების  კუთვნილი სურათების ან ხელოვნების სხვა ნიმუშების კონფისკაციას ახდენდნენ, ან აიძულებდნენ ნამუშევრები დაბალ ფასში გაეყიდათ.

მომზადებულია radiosvoboda.org-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება