უმა თურმანმა სექსუალური გეიშას ამპლუა მოირგო

უმა თურმანმა სექსუალური გეიშას ამპლუა მოირგო

მსახიობი უმა თურმანი სასმელების მწარმოებელი ცნობილი იტალიური ბრენდის "სახე" გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრენდის 2014 წლის კალენდრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოგრაფისთვის თურმანი ალისფერი კაბებით პოზირებდა. ახლახან პრენდის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მსახიობი წითელი სექსუალური კაბით მივიდა.

კალენდრის თემაა მოგზაურობა და სხვადახვა ქვეყნის ფესტივალები. პროექტის ფოტოგაფი სამხრეთაფრიკელი კოტო ბოლოფია. კალენდრის თითოეული გვერდი კონკრეტულ ქვეყანასა და მის დღესასწაულებს ეძღვნება.

ერთ-ერთ ფოტოსესიაში მსახიობმა სექსუალური გეიშას როლი მოირგო, მან ასევე მომხიბვლელი პარიზელი ქალბატონი და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე განასახიერეა.

"გახდე მსოფლიოში ასეთი ცნობილი პროექტის ნაწილი დიდი სიამოვნებაა, განსაკუთრებით 2013 წლის კალენდრის თემა აღმაფრთოვანებს, რომლის წყალობით, შემიძლია ჩემი აღმოჩენებით, ვნებითა და სტილით სავსე მოგზაურობა ყველას გავუზირო", - აღნიშნავს მსახიობი.

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება