კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

ბაღის სკამზე ერთმანეთს ორი მარტოხელა ადამიანი ხვდება. ირკვევა, რომ ეს მათი პირველი და შემთხვევითი შეხვედრა არ არის. მაყურებლის თვალწინ რუსი ვერასა და ქართველი კონსტანტინეს რთული, დრამატული და ამავე დროს, კომიკური სიყვარულისა და სიძულვილის, უნდობლობისა და ტყუილის, ეჭვიანობისა და მიმტევებლობის განცდები იშლება. არ ვიცით, კიდევ როდის და როგორ შეხვდებიან ვერა და კონსტანტინე და როდის გააცნობიერებენ, რომ ღმერთმა ისინი ერთმანეთის გადასარჩენად გააჩინა.

ეს ალექსანდრე გელმანის პიესა - "დეჟა ვიუ" გახლავთ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარში წარმატებით მიმდინარეობს. სპექტაკლის რეჟისორი ხათუნა მილორავა გახლავთ, მასში პოპულარული მსახიობები - კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა მონაწილეობენ.

ცოტა ხნის წინ ეს სპექტაკლი სანქტ-პეტერბურგში თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა. წარმოდგენა მსახიობებმა რუსულ ენაზე ითამაშეს (კოტე ამ როლს ქართულ ენაზე თამაშობს, ფესტივალისთვის როლი რუსულ ენაზე მოამზადა) და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

თათია პაქსაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- ფესტივალი საკონკურსო გახლავთ, სადაც ჩვენი მსახიობები წარმატებით წარსდგნენ. როგორც გაირკვა, ქართველების თამაში და ზოგადად წარმოდგენა ძალიან მოეწონათ. მსახიობები "პაკლონზე" სამჯერ გაიყვანეს, ასეთი შემთხვევა ამ ფესტივალის არსებობის მნაძილზე, ჯერ არ ყოფილა... ფესტივალი 20 ნოემბერს იხურება და დარწმუნებულები ვართ, რომ კოტე და ნინო უპრიზოდ არ დაბრუნდებიან...

შემოქმედებით ჯგუფთან (მსახიობები და რეჟისორი) პეტერბურგში გამგზავრებამდე მომიწია გასაუბრება. საოცარი განწყობილება ჰქონდათ. ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ფესტივალზე წასასვლელად. აი, რა მითხრა 10 დღის წინ კოტე თოლორდავამ:

- მნიშვნელოვანია რამ არის, რომ პეტერბურგში მივემგზავრებით, სადაც საქართველო უნდა წარმოვადგინოთ. თან, საკონკურსო სპექტაკლია და დაჯილდოებაც იქნება. მიხარია, რომ ჩვენმა თეატრმა გასტროლებზე გასვლა დაიწყო. მსახიობისთვის იმაზე კარგი რა არის, როცა შრომას უფასებენ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ნახეს ჩვენი სპექტაკლი და ისე მიგვიწვიეს.

აქ ამ სპექტაკლს პირადად მე ქართულად ვთამაშობ, ნინოს რუსული ტექსტი აქვს, ახლა კი პეტერბურგში რუსულად უნდა ვითამაშო, რასაც ცოტა განვიცდი, თან, მაგრად მაინტერესებს, როგორ გამომივა. მდგომარეობას ცოტა ის ართულებს, რომ გამგზავრებამდე ორი დღე გვრჩება, მე კი ტექსტი რუსულად მაქვს გასაკეთებელი...

P.S. ვულოცავთ წარმატებას მსახიობებს და დარწმუნებულები ვართ, საქართველოში უპრიზოდ არ დაგვიბრუნდებიან.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება