ადამ ლევინი 2013 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

ადამ ლევინი 2013  წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი, მომღერალი ადამ ლევინი დაასახელა. მომღელის ფოტო ჟურნალის გარეკანზეც გამოჩნდა.

34 წლის მომღერალმა ინტერვიუში აღიარა, რომ თავის არაჩვეულებრივ სხეულს იოგას უნდა უმადლოდეს. ასევე, ლევინი ამბობს, რომ უყვარს სახლში შიშველი სიარული და ტირის გულისამაჩუყებელ ფილმებზე.

ადამმა მისი და  Victoria's Secret -ის მოდელის, ბეჰატი პრინსლოუსთან სამომავლო ქორწინების შესახებაც ისაუბრა. ”დიდი ხანი მიმაჩნდა, რომ ქორწინება საჩემო არ იყო, მაგრამ ყველაფერი მარტივია. ცხადია, რომ ჩემი დროც მოვიდა”,- ამბობს ადამი.

შეგახსენებთ, გასულ წელს ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტული ჩენინგ ტატუმს ერგო. 2011 წელს სექსუალურ მამაკაცად ბრედლი კუპერი, ხოლო 2010 წელს - რაიან რეინოლდსი დასახელდა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება