ევროპის ქვეყნები "ევროვიზია 2014"-ზე უარს ამბობენ

ევროპის ქვეყნები "ევროვიზია 2014"-ზე უარს ამბობენ

სიმღერის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს "ევროვიზია 2014"-ს ევროპის რამდენიმე ქვეყანა გამოეთიშა. ახლახან სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბულგარეთმა. მიზეზი არასაკმარისი ფულადი სახსრებია.

"პროექტის ღირებულებასა და ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარე უარს ამბობს "ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობაზე", - ნათქვამია ბულგარეთის ნაციონალური ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბულგარეთის გარდა საკუთარი წარმომადგენლის კონკურსზე გაშვებისგან თავი შეიკავა სერბეთმაც. ქვეყნის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს გადაწყვეტილება დელეგაციის გამგზავრების ხარჯებსა და ლიცენზიის გაზრდილ ფასს უკავშირდება.

"ევროვიზია 2014"- ში მონაწილეობაზე უარი თქვეს აგრეთვე ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, კვიპროსმა და ხორვატიამ.

კონკურსი მომავალი წლის მაისში დანიაში ჩატარდება. მომღერლებს კოპენჰაგენი უმასპინძლებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება