ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თითქმის დაასრულა თავის მომდევნო ფილმის სცენარზე მუშაობა. ტარანტინომ ამის შესახებ ჯეი ლენოსთან ტელეპროგრამა The Tonight Show-ში განაცხადა.

ტარანტინომ აღნიშნა, რომ მისი მორიგი ფილმი "გათავისუფლებული ჯანგოს" მსგავსად, ვესტერნი იქნება. თუმცა, რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ  პროექტი "ჯანგოს" გაგრძელება არ არის. 

"ჯანგოს დიდი სიამოვნებით ვიღებდი და ვესტერნები ძალიან მიყვარს. ამიტომ, რაც გავერკვიე როგორ გადავიღო ვესტერნი, გადავწყვიტე: ok, ახლა, როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, ღირს კიდევ ერთი გადავიღო", - განაცხადა ტარანტინომ.

ფილმი "გათავისუფლებული ჯანგო" ეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ფილმი ტარანტინოს შემოქმედებაში პირველი ვესტერნი იყო. სურათი "ოსკარის" 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის "საუკეთესო ფილმისთვის". თუმცა, ფილმმა ოსკარი მიიღო საუკეთესო სცენარისთვის (ტარანტინო) და მამაკაცის როლის მეორეხარისხოვანი როლისთვის (კრისტოფ ვალცი).

ადრე ტარანტინომ განაცხადა, რომ "ჯანგოს" განიხილავს როგორც  ტრილოგიის მეორე ფილმს. პირველ ნაწილად მიიჩნევა 2009 წელს გამოსული "უსახელო ნაბიჭვრები" (Inglourious Basterds).

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება